ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
საქართველო - რუსეთზე უკრაინას მხარდაჭერა და გორსა და ქარელში რუსული ბაზების მშენებლობისას სრული დუმილი...
ამაზე მწყდება გული.
გამიხარდება სპორტი პოლიტიკის გარეშე.
GiorgiG83
21 თებერვალი 2014 13:34
0
ძაან გაიგებენ რაგბისტები და რუსები თქვენ აგინებთ ლანძღავთ თუ უბრალოდ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებთ. თუ სოლიდარობა და გვერდში დგომა გინდათ მაინცდამაინც სტადიონზე და რუსეთის ჰიმნზე არ შეიძლება მაგის გამოხატვა. ეს იქნება სირცხვილი პირველ რიგში რაგბის სამყაროში. ჩვენ კიდევ სულ იმას გავიძახით ელიტაში რატო არ გვიშვებენო. ასეტი პაზორნი გულშემატკივრობით რომელ ელიტაში შესვლაზეა საუბარი?! ვიღაც სულელს რაღაც უაზრო იდეა მოუვიდა და აყევით თქვენც.
zangura
21 თებერვალი 2014 13:32
0
ზურგი შევაქციოთ სტადიონს რუსეთის ჰიმნისას
ზაზა
21 თებერვალი 2014 13:29
0
ხალხო კიევის რუსეთი მაინც არ გაგიგიათ! ეს არის ორი ღვიძლი ძმა.უჩვენოდაც მორიგდებიან და მერე დარჩები პირღია!!!
miqaeli
21 თებერვალი 2014 13:19
0
როდის იყო ცჰვენი მოყვარე რუსეტი ნეტა ჰაააა
moazrovnes
21 თებერვალი 2014 13:17
0
კარგად დაფიქრდით ვისი მოწყობილია 9 აპრილი,აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომი,სამოქალაქო ომი ვინ იხეირა და ვინ მართავს საქართველოს, დაფიქრდით და თქვენ თავებს მიხედეთ!
marTlmadidebeli
21 თებერვალი 2014 13:04
0
აბსოლუტურად ვეტანხმები მიჩინიოს. პროტესტი უპატივცემულობას არ ნიშნავს. უპატივცემულობა სტვენაა და არა უკრაინის დროშის გაშლა. მე, თუ მოვახერხე, ქართულ დროშას მეორე მხრიდან უკრაინულს მივაკრავ. რუსულ ჰიმნზე უკრაინულს გავშლი პირით მოედნისკენ :) სტვენას - არ დავუწყებ. ეგ მდუმარედ ჯობია გაკეთდეს.
David
21 თებერვალი 2014 13:03
0
ხალხო ჭკუას მოუხმეთ ბოლოს და ბოლოს! მოყვარე მტრად გავიხადეთ და მტერი ვითომ მოყვარედ.ვერ ხედავთ მართლმადიდებლობას რომ ებრძვიან? მაიდანზე თვითმარქვია,სქიზმატი სასულიერო პირები დგანან! როგორ შეიძლება ვითომ "რევოლუციის" მხარდაჭერა?
moazrovne
21 თებერვალი 2014 12:57
0
ცოტა "ის" გამოიღეთ თავიდან და ტვინი ჩაიდეთ, რა... იდიოტები!!!

მოწინააღმდეგე რაგბისტებიც ღირსეული ხალხია და პროტესტი სტადიონზე კი არა, სხვაგან უნდა გამოხატოთ.
ძია
21 თებერვალი 2014 12:57
0
მასეთი ინიციატივებით მოვიგეთ ომი 2008 წელს. სახელმწიფო ჰიმნის დროს აუცილებელია სიჩუმე. უკრაინისადმი მხარდაჭერა დროშებით შეიძლება, მაგრამ სკანდირება ჰიმნის დროს დაუსვებელია, ეს იქნება პროვოკაცია.
თეიმურაზ
21 თებერვალი 2014 12:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული