ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:
"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"
ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.
თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
რაგბზე გაგახსენდათ რუსები?
თქვენი *** არ გაიშვა
21 თებერვალი 2014 14:52
ვისაც რამე პროტესტის ან თანადგომის გამოხატვა გინდა, არსებობს უკეთესი ფორმები: რუსეთის საელჩოსთან მშვიდობიანი აქცია, ან მსვლელობა ქუჩაში და ა.შ. მაგრამ არ იქნება ცუდი თუ 80 წუთით მაინც მარტო ჩვენს ნაკრებზე იქნებით კონცენტრირებული და პოლიტიკას დაივიწყებთ. გმადლობთ.
გეთანხმები ძმობილო
გასაგებია შენი პოზიცია. შტვენა და ამბის ატეხვა არც მე მომწონს. მე უბრალოდ ვემხრობი იმ ფაქტს, რომ დროშები მივიტანოტ უკრაინის. სულ ეს არის.