"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში, "ტულუზის" ბაზაზე შეიკრიბნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ ტურში მომავალ უქმეებზე სტუმრად გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში, "ტულუზის" ბაზაზე შეიკრიბნენ და მომავალი ბატალიებისთვის მზადებას შეუდგნენ.

მილტონ ჰეიგის მიერ ნაკრებში გამოძახებულთა შესახებ უკვე ვწერდით. სამწუხაროდ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში, რომელიც გასულ უქმეებზე გაიმართა, ფეხი დაიშავა მამუკა გორგოძემ და ნაკრებს მომავალ ორ მატჩში ვერ დაეხმარება. სხვა ყველა ჯანმრთელადაა და გერმანელებთან საასპარეზოდ ემზადება.

შეგახსენებთ, რომ თამაში 7 თებერვალს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი
(კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფარნსე), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტან მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე.
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#11-14: ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), 13. ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი
7 თებერვალი
გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ალბათ სიცივე ვერ აიტანეს...............
tiko
03:52 04-02-2015
0
თაკუსია ირონია არ შეგახმეს შუბლზე :D :D
giorgi
14:38 04-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული