მატჩამდე 24 საათით ადრე გუნდებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგ, სტადიონის მედია ცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟუაო ლუის პინტო (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) "ძლიერ მოწინააღმდეგესთან საკმაოდ რთული მატჩი გველის. ნაკრებთან, რომელსაც ძლიერი შერკინება ჰყავს. ამ კომპონენტში ჩვენ შედარებით მოვიკოჭლებთ. მიუხედავად ამისა ჩვენ მიზანს მაინც ქართული შერკინების შეჩერება და ძალის დაპირისპირება წარმაოდგენს."
ვასკო უვა (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი) "დავეთანხმები მწვრთნელს, რომ ნამდვილად იოლი მატჩი არ გველის. ვეთამაშებით გათამაშების ლიდერს,
შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "პორტუგალიის წინააღმდეგ მეც ბევრჯერ მითამაშია, საკმაოდ რთული გუნდია, უხეში მოწინააღმდეგეა, რომელიც კარგაგ იცავს თავს. გარდა ამისა, ისინი სწრაფ რაგბს თამაშობენ რადგან ბევრი შვიდკაცას მოთამაშე ყავთ. რუმინეთთან წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მოთამაშე დაემატათ და საკმაოდ გაძიერდნენ. ჩვენისმხრივ მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ, ვანახოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და რა თქმა აუნდა ვასიამოვნოთ ჩვენი გულშემატკივარი."
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პორტუგალიას კარგი და ძლიერი გუნდი ყავს. ისინი სწრაფები, აგრესიულები და მებრძოლები არიან. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო მატჩი იქნება."
კონფერენციის ბოლოს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს ძირითად შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე თუ რამდენად მოხერხდება მსოფლიო თასამდე გუნდის ოპტიმალურ ფორმაში მოყვანა. რაზეც მილტონ ჰეგიმა უპასუხა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების გარდა წინ კიდევ ერთი ტურნირია - თბილისის თასი, რომელზეც ყველა მოთამაშეს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.
ამის გათვალსწინებით წლის მთავარი შერკინებისათვის საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმაში იქნება.
საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მურაზ გიორგაძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. დიმიტრი ბასილაია, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი აფციაური.
პორტუგალია
ბრუნო მედეიროში, დიეგო ფან დენ ტორნი, ფრანსისკუ აპლეტონი, ფრანსისკუ მაგალიაეში, მიგელ ვილასა, ნუნო კოსტა, ტომას აპლეტონი, ტომაშ ნორონა (ყველა-კდული), ბრუნი როჩა, დუარტე მარკესი (აეის ტექნიკო), დავიდ დოს რეისი (შატორენარი), ფრანსისკუ ფერნანდესი (ბეზიე), ჟულიენ ბარდი, პედრო ავილა (ორივე-სკლერმონი), მანუელ მურტეირა (აგრონომია), მანუელ პერეირა (დირეიტო), მაქსიმ ტონიეტა (ოიონაქსი), მაიკ ტაჯერი (მასი), ნუნო ტაფული, სალვადორ ვასალო (ორივე-კასკაისი), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), ვასკო უვა (დირეიტო).
მატჩი 14 თებერვალს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-იდან 19:00 სთ-მდე იყიდება - ფასი 3 და 5 ლარია. ყველა ბილეთი დანომრილია.