"ბორჯღალოსნებში" რუსეთთან მატჩის წინ ერთბაშად რვა ცვლილებაა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგი ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. შერკინებაში რამდენიმე სიახლეა. გუნდს დაუბრუნდნენ მამუკა გორგოძე (ტულონი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და ვახტანგ მაისურაძე (ალბი).

შერკინების კვაჭის პოზიციაზე ამჯერად ძირითად შემადგენლობაში სიმონ მაისურაძე (ვალანსი) ითამაშებს. ზურაბ ჟვანიამ (სტად ფრანსე) სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. თადარიგში იქნება ლაშა ლომიძეც (ბეზიე), მის ადგილს რვა ნომრის პოზიციაზე ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი) დაიკავებს.

გადახალისებულია უკანა ხაზიც. აქ ერთბაშად სამი ახალგაზრდა მორაგბე, ცხრა
ნომერი ვასილ ლობჟანიძე (არმაზი) და ორი გარემარბი, გიორგი აფციაური (აია) და ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები) ითამაშებს. ამრიგად, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ჯამში რვა ცვლილება განხორციელდა.

12 მარტს საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. "ბორჯღალოსნებს" ომსა და სამხედრო მისიებში დაშავებული სამხედროები ეწვივნენ.

Sportall.Ge

რუსეთის ნაკრები თბილისში ასევე 12 მარტს ჩამოვიდა და 13 მარტს ვაკეში კაპიტნის ვარჯიშს გამართავს. ჩვენს სტუმრებს ტრავმის გამო მეორეხაზელი დენის ანტონოვი დააკლდებათ.
იხილეთ ღია ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მატჩი 14 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი. 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. სიმონ მაისურაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

რუსეთი
15. ვასილი არტემევი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ვლადიმირ უდენკო, 11. იგორ კურაშოვი, 10. რამილ გაისინი, 9. ალექსეი შერბანი. 1. სერგეი ნოვოსელოვი, 2. სტანისლავ სელსკი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. ანდრეი გარბუზოვი, 5. ანდრეი ოსტრიკოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქოტორ გრესევი.
16. ვლადისლავ კორშუნოვი, 17. სენრეი სეკისოვი, 18. ანდრეი იგრეცოვი, 19. არტიომ ფატახოვი, 20. ნიკოლაი სერკოვი, 21. რუშან იაგუდინი, 22. იური კუშნარიოვი, 23. ანდრეი ოტროკოვი.

IV ტური
14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +74 1 13
2. რუმინეთი 3 2 0 1 +45 3 11
3. რუსეთი 3 1 0 2 +4 1 9
4. ესპანეთი 3 1 0 2 -11 1 5
5. პორტუგალია 3 1 0 2 -24 1 5
6. გერმანია 3 0 0 3 -88 0 0

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსებთან
მე
16:11 13-03-2015
0
grisha-ს. რუმინეთმა წინა ტურში გიბრალტართან წააგო, ბოდიში, უფრო სწორად რუსეთმა მოუგო 16-ით 13-ზე.
regbo lelodze
15:59 13-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული