საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი "ნულზე" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

14 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" VI ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 33:0 მოუგო.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 6:0 მოიგო - მერაბ კვირიკაშვილმა ორი ცდიდან ორივე ჯარიმა გამოიყენა, მაშინ, როცა რუსეთის ნაკრების სამივე საჯარიმო არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმში კვირიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 12:0 გახადა.

პირველი ლელო 71-ე წუთზე ვიხილეთ. დავით კაჭარავამ შეტევის ბოლო ფაზაში ბრწყინვალედ ითამაშა და ლელო დადო, რომელიც კვირიკაშვილმა გარდასახა - 19:0.

83-ე წუთზე საქართველოს
ნაკრების მეორე ლელო ზურაბ ჟვანიამ დადო, კვირიკაშვილმა კვლავ გარდასახა - 26:0.

მატჩის ბოლოს მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავი გარღვევით კარლენ ასეიშვილს ლელო გაატანინა, რომელიც თავადვე გარდასახა, საბოლოოდ - 33:0.

ამრიგად, "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს და კვლავ ლიდერობენ "რაბი ევროპის ჩემპიონატის" სატურნირო ცხრილს. IV ტურში რუმინელებმა სტუმრად გერმანიას მოუგეს - 17:12, სტუმრად მოიგო ესპანეთის ნაკრებმაც, რომელმაც პორტუგალიაში მასპინძელთა გუნდთან ანგარიშით 19:8 იმარჯვა.

ახლა გადამწყვეტი მატჩი რუმინეთში გველის - 21 მარტს, ბუქარესტში, მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ei provokatorebooo-ს:საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი "ნულზე" დაამარცხა- სად დაინახე პროვოკაცია??? მორაგბეთა ნაკრებმაო წერია და გასაგებია რომ მორაგბეები მორაგბეებს დაამარცხებდნენ...
გულშემატკივარი
00:12 16-03-2015
0
ეეეეეეეეეეე...ადმინ რატომ არ აქვეყნებ კომენტარტერბს???
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული