
102-გუნდიან რეიტინგში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა და ისიც ჩვენ შეგვეხო - იაპონელებმა ქულები დაკარგეს, რისი წყალობითაც მათ გადავუსწარით - ახლა საქართველოს ნაკრებს 72,16 ქულა აქვს და მე-13-ეა, ხოლო იაპონიას - 71,89 და მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა.
ეს ჩვენი რეკორდის გამეორებაა, ამაზე მაღლა რეიტინგში "ბორჯღალოსნები" არასოდეს ყოფილან. ჩვენზე წინ ახლა, მე-12 ადგილზე ტონგაა 74,51 ქულით.