Oui - 76%! ფრანგები საქართველოს ექვს ერში დაშვების მომხრენი არიან

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგული გაზეთი "ეკიპი" თავის საიტზე ატარებს გამოკითხვას თემაზე, ღირს თუ არა სარაგბო ექვსი ერის პირველობაზე საქართველოს ნაკრების დამატება.

ახლა 15 ათასზე მეტი ადამიანია გამოკითხული და სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა "ბორჯღალოსნების" დაწინაურების მომხრეა - 76% მიიჩნევს, რომ დროა, საქართველოს ნაკრები ევროპული რაგბის ელიტაში მიიღონ, 24% კი წინააღმდეგია.

"ძალით მეშვიდე ევროპულმა სარაგბო ქვეყანამ - საქართველომ, მსოფლიოს თასზე აჩვენა, რომ დიდი პროგრესი აქვს და შესაძლოა, მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური ავტომატურად მოიპოვოს.

ზელანდიასთან "ლელოები" ("ბორჯღალოსნებს" უცხოეთში ასე მოიხსენიებენ) მხოლოდ 10:43 დამარცხდნენ და 73-ე
წუთამდე 10:29 იყო. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზელანდიელმა მწვრთნელმა მოუწოდა ექვსი ერის ხელმძღვანელებს, რომ მის ნაკრებს კარი გაუღონ.

საქართველო ახლა 71,35 ქულით მე-14-ეა მსოფლიოს რეიტინგში და მე-13 ადგილზე მყოფ ექვსი ერის წევრ იტალიას არაფრით ჩამორჩება - იტალიელებს 71,46 ქულა აქვთ", - წერს "ეკიპი".

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება აქ შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
"ნიკოლოზი"-ს. სრულიად გეთანხმები. ასეთი გამოკითხვები თავის მოტყუებაა. ექვსი ერი რეალურად ბრიტანული ლიგაა და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ ისინი იღებენ. იტალიის გაშვებაზე ნამდვილად საუბრობენ, რადგან მუდმივი აუტსაიდერია, მათთან თამაშით შემოსავალიც მცირეა, თანაც იტალიაში ეს სპორტი პოპულარული არ არის. საქართველოს მიღებაზე კი საკითხიც არ დასმულა, არათუ განხილვა.
გიო
08 ოქტომბერი 2015 19:55
0
მე-7 გუნდის დამატებას არავინ განიხილავს. იტალიის გამოკლებას და ისევ "ხუთი ერის" ჩატარებაზე კი ნამდვილად მსჯელობენ. ისედაც, ფრანგები არაფერს წყვეტენ, მთავარი ბრიტანეთია.
ნიკოლოზი
08 ოქტომბერი 2015 19:25
0
?ლემური, შენ ხო არ იხრჩობი?
10
08 ოქტომბერი 2015 17:56
0
რა სისულელეა, შეიძლება ფეხბურთის გუნდს "გოლი" დავარქვათ რადგან ეს სიტყვა ახლოა ამ თამაშთან? მერე უცხოელების "საჭმელი" გაჭირვების მოწონება და გადმოღება არ გამიგია მე, ბარემ საქართველომ სახელად GეორGია გადავირქვათ რახან უFრო "EვროFულად" ჟღერს.
ZR
08 ოქტომბერი 2015 17:14
0
ბორჯღალს რათქმაუნდა შინაარსობრივად თავისი დატვირთვა აქვს და არამხოლოდ მორაგბეების არამედ თითქმის ყველა სპორტის სახეობის მაისურზეა დატანიებული და ქართველი ჟურნალისტებიც ხანდახან სხვა სპორტის წარმომადგენლებსაც მოიხსენიებენ ბორჯღალოსნებად, თემატურად ლელო უფრო ახლოს არის თამაშთან და სიმართლე გითხრათ ჩემთვისაც მისაღებია ლელო რომ დავუძახოთ
zurazz
07 ოქტომბერი 2015 21:13
0
Diego: დაზღნარდი
ლემური
07 ოქტომბერი 2015 10:13
0
უკვე 24700-მა მისცა ხმა, აქედან 84% !!!!!! არის თანახმა.
გიხაროდენ !!!
გიხაროდენ
07 ოქტომბერი 2015 09:47
0
"ბორჯღალოსნები" შეიძლება უკეთესი იყოს,მაგრამ ბორჯღალზე სხვებსაც აქვთ პრეტენზიები და თანაც უცხოელთათვის ძნელი წარმოსათქმელია.
zurab
07 ოქტომბერი 2015 09:18
0
ასეთი რამე როგორ შეიძლება ნაკრებს ქართულად "ბორჯღალოსნები" ქვია და უცხოელები "ლელოს" ეძახიან იმიტომ რომ "ბორჯღალოსნები" კისერს უტეხავთ. ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი, ასეთი სიდებილეები როგორ შეიძლება? გუგლი ადრე ვაჟა-ფშაველას სახელს უილიამ შექსპირად თარგმნიდა, ჩვენ ვერ გამიგია ხალხი ვართ თუ "პრობკა" მართლა?
Diego
07 ოქტომბერი 2015 04:46
0
მეც მინდა ჩვენ ნაკრებს ქართულად "ლელოები" რომ დავუძახოთ :)
Gეო
07 ოქტომბერი 2015 02:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული