მატჩი "სენდი პარკზე", თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებმა აქამდე ერთმანეთთან ოთხჯერ ითამაშეს. სამი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო, ერთიც ნამიბიამ.
* * *
გუშინ, 6 ოქტომბერს კი ჩვენმა გუნდმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. მედიის წარმომადგენლებს, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ 15 წუთი მოგვცეს ვარჯიშისთვის თვალის სადევნებლად, რომლის დროსაც "ბორჯღალოსნების" ძირითადი საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში აუცილებლად სჭირდება გამარჯვება და, თუ ორ დღეში ახალი ზელანდია ტონგას დაამარცხებს, რაც ძალიან მოსალოდნელია, "ბორჯღალოსნები" ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურს მოიპოვებენ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურნირი იაპონიაში გაიმართება.
კაპიტნის ვარჯიშის წინ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნამიბიასთან გამარჯვების მნიშვნელობას.
"ჩვენი მთავარი მიზანი ამ მსოფლიოს თასზე ორი მატჩის მოგება იყო და ამისთვის ოთხი წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდით. 7 ოქტომბრის რვა საათი განსაკუთრებული დრო იქნება ქართული რაგბისთვის. ეს იქნება ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებს ოდესმე გაუმართავს.
მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება საშუალებას მოგვცემს, დამატებითი დაფინანსება მივიღოთ და ნაკრების მომავალი მორაგბეების გაზრდაზე, განვითარებაზე ვიზრუნოთ. თუ მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდში მოვხვდებით, ამით ყველას ყურადღებას მივიპყრობთ და მეტი საბაბი გვექნება, პირველი დონის ქვეყნებთან ხშირად თამაში მოვითხოვოთ, რაც ჩვენი ნაკრების განვითარებისთვის აუცილებელია.
ნამიბიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მათ შეუძლიათ ნებისმიერი პოზიციიდან სახიფათოდ შეუტიონ. ჰყავთ მაღალი დონის შერკინების კვაჭი, მესამე ხაზი და შუამარბები. მათ დასამარცხებლად სერიოზული გარჯა მოგვიწევს".
ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"ნამიბიასთან მატჩისთვის უკვე რამდენიმე დღეა ვემზადებით. კარგად შევისწავლეთ ამ გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები. საკმაოდ კარგი გუნდია, სერიოზული ბრძოლა გვექნება.
ამ მატჩის შედეგზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჯგუფში მესამეადგილოსნის ვინაობის გარკვევა. ჩვენი მიზანი სწორედ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება იყო და ვეცდებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწიოთ".
გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"რაც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო, ყველაზე აქტუალური თემა ტონგასთან და ნამიბიასთან მოგება იყო. ტონგას უკვე მოვუგეთ და ეს ძალიან კარგია, გვიხარია. იმედია, ნამიბიასთან მატჩის შემდეგაც გახარებულები ვიქნებით. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული მზადება გვაქვს გავლილი და ამან უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს".
მერაბ კვირიკაშვილი, საქართველოს ნაკრების ფულბეკი:
"ნამიბიასთან მატჩის დღე, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი იყოს ქართული რაგბის ისტორიაში. ეს ისტორია ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავწეროთ, ვინც ინგლისში მსოფლიოს თასზე ვიმყოფებით.
ნამიბიის ნაკრები არ არის ცუდი გუნდი. საკმაოდ სწრაფი მორაგბეები ჰყავთ. აუცილებლად მოსაგებად გამოვლენ, იბრძოლებენ და ჩვენც დავხვდებით. იმედია, მატჩის შედეგი ჩვენ სასარგებლოდ დაფიქსირდება".
* * *
ცხადია, ფარ-ხმლის დაყრას არც ნამიბიელები აპირებენ. ისინი იმთავითვე აცხადებდნენ, რომ ერთადერთი გუნდი, რომელთანაც გამარჯვების მიღწევა შეუძლიათ, საქართველოს ნაკრებია.ჟაკ ბურხერი, ნამიბიის ნაკრების კაპიტანი:
"მოგვიწევს, ბევრად უფრო ჭკვიანურად გავისარჯოთ, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვიძლია".
მსოფლიოს თასი 2015. IV ტური. C ჯგუფი
საქართველო-ნამიბია
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი აფციაური 23. ბექა წიკლაური.
ნამიბია: 15. ჩრისანდერ ბოთა, 14. დევიდ ფილანდერი, 13. დანი ფან ვიკი, 12. დერილ დე ლა ჰარპი, 11. რასელ ფან ვიკი, 10. ტინუს კუცია, 9. ეუგენ იანტისი 1. ჯონი რედელინჰაუზი, 2. ტორსტენ ფან იარსველდი, 3. რაულ ლარსონი, 4. პი ჯეი ფან ლილი, 5. ტიჯუე უანივი, 6. ჟაკ ბურხერი, 7. ტინუს დუ პლესი, 8. რენალდო ბოთმა.
16. ლუის ფან დერ ვესტჰოიზენი, 17. იაკო ენგესლი, 18. ჯონას კუცია, 19. ვიან კონრადი, 20. როან კიტსოფი, 21. ჯონ ტრომპი, 22. დამიან სტივენსი, 23. ჰენრიხ სმიტი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 14 ქულა, 2. არგენტინა - 10, 3. ტონგა - 6, 4. საქართველო - 4, 5. ნამიბია - 0.
III ტური. A ჯგუფი
ფიჯი-ურუგვაი 47:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 13 ქულა, 2. უელსი - 13, 3. ინგლისი - 6, 4. ფიჯი - 5, 5. ურუგვაი - 0.
D ჯგუფი
კანადა-რუმინეთი 15:17
სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 14 ქულა, 2. საფრანგეთი - 14, 3. იტალია - 5, 4. რუმინეთი - 4, 5. კანადა - 2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"