ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

AutoSharing Option
უელსის ნაკრების თავკაცი უორენ გეტლენდი თანახმაა შემოდგომით "მილენიუმზე" ეთამაშოს მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ტესტები.

"ამ მსოფლიოს თასის მთელი სილამაზე მეორე დონის ქვეყნების გაბრწყინება იყო. განსაკუთრებით იაპონიის გამარჯვება სამხრეთ აფრიკაზე და საქართველოს მიერ ტონგის დამარცხება. დონეთა შორის სხვაობა შემცირდა, რადგან მეორე დონის ქვეყნებს მოსამზადებლად დროც აქვთ და მათი სულ უფრო მეტი მორაგბე თამაშობს ევროპულ კლუბებში", - განუცხადა გეტლენდმა "ინდეპენდენტს".

"გასულ კვირას ვიყავი რაგბის კავშირში, იქ მკითხეს, რა აზრის ვიყავი შემოდგომის ტესტებზე მეორე დონის გუნდებთან. ჩემი პასუხი იყო დადებითი, რადგან ჩვენც უნდა
ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ასეთი გუნდების განვითარებაზე.

წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ გამორიცხულია საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას ეთამაშოს, მსოფლიოს თასის მიღმა. ასე არ უნდა იყოს, მხოლოდ ისეთ გუნდებთან თამაშზე არ უნდა ვიფიქროთ, საიდანაც ფული შემოდის", - აცხადებს გეტლენდი.

როგორც უელსელთა თავკაცის ნალაპარაკებიდან ირკვევა, უელსში სერიოზულად ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნებთან ტესტმატჩის გამართვას "მილენიუმზე" და პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს გულისხმობენ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან კარგი, თუ ეს მოხერხდა, არ არის გამორიცხული სხვა ევროპულმა გუნდებმაც გამოთქვან ანალოგიური სურვილი...
nodiko
03 ნოემბერი 2015 21:05
0
ზურიკელა ბიჭო.წადი მურადას მიხედე და ზრდილობაც ისწავლე.
giorgi
03 ნოემბერი 2015 20:49
0
კაია, ესე რამდენიმე ამხანაგური თუ სატესტო თამაში რომ ჩატარდეს პირველი რანგის გუნდებს შორის და ლელოელებს შორის, ბიჭებიც მიეჩვევიან, ნორმა იქნება, არ იქნება რამე დიდი სიახლე, აი ვისთან ვთამაშობთ და მოკლედ წავა, თან ფულის ამბავიცაა, მაგ.: თბილისში რომ ჩამოვლენ ასეთი რაგნის გუნდები, ფულიც შევა და გარკვეული ეკონომიკის განვითარების საწინდარია, თუნდაც პაწია, მარა ვიღაცა გაიხარებს, რაც კარგია. ჯობია, პაწია, ვიდრე არაფერი. - თანაც სპორტის ეს სახეობა უფრო და უფრო პოლულარული გახდება და რატომაც არა, თუ ფეხბურთელებმა პატარა გაქაჩეს, იქნება 2,3 სპორტის გუნდური სახეობა, სადაც ხალხი ცოტა გაიხარებს, თორემ TV-ს სადაც არ ჩართავ, მაზოხისტური გადაცემებია. მანდაც ალბათ შეცვლიან ერის მამები ზოგ უაზრობა-გადაცემას ვაჟკაცური გადაცემებით.
kaiaaiaiaiaia
03 ნოემბერი 2015 19:50
0
უელსელებო შეგვეშვით თორემ გამწარებულ ქართველ ბორჯღალოსნებს წინ ვერავინ დაუდგებათ, და მერე ვნახავთ ვინაა მეორე დონის გუნდი...თქვე კვერცხებო...
ზ უ რ ა
03 ნოემბერი 2015 19:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული