დღის კარიკატურა: 6 ერი საქართველოსთვის კარის გაღებას არ აპირებს
AutoSharing Option
მსოფლიოს 2015 წლის თასის გათამაშების შემდეგ ხშირად გაიგონებდით - საქართველო 6 ერს მიუახლოვდაო.
...კი მიუახლოვდა, მაგრამ კარი ისეა გადარაზული, ურნალითაც ვერ შევანგრევთ: ამ ორგანიზაციის შეფმა ჯონ ფიენმა ორიოდე დღის წინ კატეგორიულად განაცხადა - 6 ერი სხვა ქვეყნებისთვის არ გაიღებაო! (იხილეთ ვრცლად)
მოეშვით ამ ,,ექვსი ერს,, არ ვჭირდებით, არ გვღებულობენ,თავს ნუ იმცირებთ, ნატო-ნატოს ძახილის არ იყოს რას ეტენებით ..., ერთი ჩვეულებრივი კომერციული ტურნირია, მეტი არაფერი. გაძლიერდეს რაგბი ევროპა, ეს არის ჩვენი გამოსავალი.რეიტინგით რაგბი ევროპა უფრო მაღლა უნდა იდგეს.
ევროპის ჩემპიონატი გვჭირდება და არა 6 ერი.ევროტურნირებზე კლუბები უნდა გავიყვანოთ. ნაკრები რაც სეიძლება ხშირად უნდა ესპარინგოს სამხრეთს და იაპონიას და ამერიკის გუნდებს. რაგბს სამხრეთში თამაშობენ, ევროპაში ჯიჯგილაობენ.
არამგონია იტალიამ ათიდან ათი თამაში მოგვიგოს თუ ესეა ჩამოიყვანეთ აქ ბატონო და ვნახოთ და კიდე ინფრასტრუქტურა აქარაფერ შუაშია უბრალოდ ეს ორგანიზაცია არც ზრუნავს რაგბის პოპულარიზაცია განვითარებაზე ის ზრუნავს თავის ჯიბეზე.
ჩამოდით რა ზეციდან დედამიწაზე. ჩვენი ნაკრებისათვის ადრეა, თანაც ძალიან ადრე ექვს ერში თამაში. დაუშვათ და მიგვიღეს. გარანტიას გაძლევთ 10-15 წლის განმავლობაში, ერთ გამარჯვებასაც ვერ მოვიპოვებთ, თუ სასწაული არ მოხდა, რა თქმა უნდა. აქ იტალიას ახსენებენ ხშირად აგდებულად. მინდა გითხრათ, რომ რეალურად თუ შევაფასებთ, ამ ეტაპზე იტალია 10-დან 10-ივე თამასს მოგვიგებს, სასწაული თუ არ მოხდა.
ამაზე ფიქრი კარგია და ეს პროგრესისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ მე არ მეგულება ქართველი პროფესიანალი მორაგბე და მაღალი დონის რაგბის სპეციალისტი, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა ექვსი ერისათვის. ეს ეხება არა მარტო სპორტულ მიღწევებს. აქ დიდი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენთან იმ დნეზე არ არის (შევარდენისა და ავწალის სტადიონების ხსენება უადგილო მგონია), რომ ასეთი დონის გუნდები მივიღოთ. ყიფიანის მინისტრობის დროს დაიწყო საუბარი, დიდ დიღომში სარაგბო სატადიონის მშენებლობის შესახებ, მაგრამ ახლა ამაზეც არავინ კრინტს არ ძრავს. რა ხდება ამ კუთხით. თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას, მოგვაწოდეთ და მადლობელი დაგრჩებით.
რაგბი უყვართ ქართველებსო- ხშირად გაიგონებთ. სინამდვილეში რაგბი კი არა გამარჯვებები გვიყვარს თორემ მეც მახსოვს და თქვენც ფეხბურთისა არ იყოს სტადიონს რომ ტოვებდა ქართველი გულშემატკივარი თამაშის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე, "წავაგეთ ამათიო". ექვს ერზე თუ დაგვიშვეს ყოველთვის გავალთ მე-7 ადგილზე. თუ გაგვიმართლა შესაძლოა როდისმე მე-6 ადგილიც დავიკაოთ. ამას კი ქართველი გულშემატკივარი არ "აპატიებს" რაგბისტებს და შესაბამისად მოიკლებს რაგბის პოპულარობა. შედეგად უფრო ცოტა ბავშვს შეიყვანენ რაგბზე და კიდევ უფრო უკან დავიხევთ. ამიტომ მგონია რომ ექვს ერზე თამაში წინ გადადგმული კი არა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ ეტაპზე. აი 10-15 წლის შემდეგ თუ მოვძლიერდებით ისე რომ ტოლ-სწორად ვეთამაშოთ თუნდაც იტალია-შოტლანდიას მერე სხვა საქმეა.
ვითომ რაგბის მცოდნეებო რო იძახით საართველო არაა 6 ერის დონეზეო, იტალია იყო 5 ერის დონეზე როდესაც მიიღეს??? ძალიან სუსტი იყო იტალია მაგრამ მაინც მიიღეს... ჩვენ თუ მუდმივად ერთა ლიგაში გვათამაშებენ ვერ წავალთ წინ, უფრო ძლიერი მეტოქეები გვირდება რომ განნვითარდეთ..... ცვლილებები რომ არ უნდათ ექვს ერში იმიტომ ჩაისვარა ამ გათამაშების ყველა მონაწილემ მსოფლიოზე და ასეც გაგრძელდება რამე თუ არ შეცავლეს... ევროული რაგბი ძალიან უკან იწევს...
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.