Pundit Arena: საქართველო იტალიას ორი ადგილით უსწრებს, ეს სერიოზული არგუმენტია

AutoSharing Option
Pundit Arena მსოფლიო რაგბის ახალ რეიტინგ-ლისტს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაისაკუთრა მე-12 ადგილი.

გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები, რომელიც ექვსი ერის მონაწილე ქვეყანაა, მე-14 ადგილზეა და პირველად ამ გუნდს ორი საფეხურით ვუსწრებთ.

"იტალიის ნაკრები ახლა მხოლოდ მე-14 ადგილზეა, მას საქართველოს ნაკრები ორი ადგილით უსწრებს. ეს კი ქართველთათვის ძლიერი არგუმენტია ექვს ერში დამატების მოთხოვნისთვის".

***
"რეპუბლიკამ" ჩაწერა ინტერვიუ იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტ ალფრედო გავაცისთან. მოგეხსენებათ, ბოლო ტურის წინ იტალიას დიდი შანსი აქვს ბოლო ადგილი "ხის კოვზით" (ყველა მარცხი) გაიფორმოს.

"ჩვენ
მხოლოდ ახალ საუკუნეში დავემატეთ ექვს ერს, ბუნებრივია, ძნელია, იმ ნაკრებებთან ჭიდილი, რომლებიც 150 წელია, ერთმანეთში თამაშობენ. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში მოგება შეგვეძლო და ყველამ ნახა, როგორ ვეთამაშეთ შოტლანდიას", - განაცხადა გავაციმ, რომელსაც ბოლოს სწორედ საქართველოს ნაკრებზე დაეკითხნენ.

- კი მაგრამ, მალე რომ მოგთხოვონ ექვსი ერის დატოვება, ანაც, საკუთარი სიძლიერის საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებთან დამტკიცება?
- ეს ნონსენსია! ჩვენ მსოფლიო რაგბიში პატივისცემა უკვე დავიმსახურეთ. მოთმინება და სიმშვიდე მეგობრებო, 2-3 წელიწადში საუკეთესოებთან ტოლ-სწორად ვითამაშებთ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
2-3 წელი არც ჩვენ ვისხდებით გულხელდაკრეფილები
თემო
15 მარტი 2016 23:43
0
2-3 წელში კი არა, უნდა იყოს ფლეიოფის სისტემა და მაგით დამტკიცდება ვინ არის ღირსი 6ერში თამაშის
mateusa
15 მარტი 2016 22:27
0
რუსებთან ძაან ცუდათ ვითამაშეთ, მეოთხე ლელო მინდოდა
ზურა
15 მარტი 2016 21:55
0
Martalia, tu jigari ar davatanet martlac sheizleba cavagot.magram bichebo mainc magrebi xart,
fares
15 მარტი 2016 20:17
0
რუმინეთთანაც ისე უჯიგროდ თუ ვითამაშეთ როგორც რუსეთთან, უეჭველი წავაგებთ.
assa
15 მარტი 2016 19:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული