საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშება, ტურნირში თავის უმთავრეს მეტოქე რუმინეთის ნაკრებთან ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო სხვაობით, ანგარიშით 38:9 გაიმარჯვეს.

"ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთრეს, რომელიც ტრადიციულად, ამ ორ ნაკრებს შორის დაპირისპირებაში თამაშდება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ისტორიაში მეცხრედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge
რაც შეეხება შეხვედრას, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და სანახაობრივ თამაშში, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. ანგარიში "ბორჯღალოსნებმა"
უკვე მე-3 წუთზე გახსნეს. პირველივე შეტევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახა - 7:0.

მე-7 წუთზე ფეიქრიშვილი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში - უხეში ბოჭვისთვის ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. აქედან 5 წუთში კი ფლორინ ვლაიკუმ სხვაობის შემცირება საჯარიმო დარტყმით შეძლო - 7:3.

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" მეორე ლელო მე-18 წუთზე დადეს. ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ გადაკიდა და სანდრო თოდუამ ბურთი დაამიწა. "მეკომ" ვერ გარდასახა და ანგარიშით 12:3 გახდა.

ამის შემდეგ, 30-ე და 36-ე წუთებზე ვლაიკუმ ორჯერ გაიტანა საჯარიმო, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს რუმინელთა ბოლო ქულები იყო ამ თამაშში.

ტაიმის მიწურულს, მოედანზე დაბრუნებულმა ფეიქრიშვილმა მეორე ლელო მიითვალა. მან ბოლო მომენტში გზიდან მეტოქის სამი მორაგბე ჩამოიცილა, მანამდე კი ბრწყინვალედ მამუკა გორგოძემ ითამაშა. კვირკაშვილმა გარდასახა და ტაიმი ანგარიშით 19:9 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეოთხე ლელოთი დაიწყო. "ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე შეტევა გიორგი ფრუიძემ დააგვირგვინა, "მეკომ" კი გარდასახა - 26:9.

რუმინეთს არაფერი გამოსდიოდა. 59-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი შეტევის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი ნემსაძემ დაამიწა - 31:9.

72-ე წუთზე, მოედანზე მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა დავით კაჭარავა და ფლორინ ვლაიკუ გააძევა. სათამაშო ეპიზოდში დამნაშავე რუმინელი იყო, რომელმაც კაჭარავა ყელში შებოჭა და ამ უკანასკნელის სამართლიანი რისხვა დაიმსახურა.

მატჩის მიწურულს, შერკინების შემდეგ ბრწყინვალედ ლაშა ლომიძემ ითამაშა, იერიში კი კარლენ ასეიშვილის ლელოთი დასრულდა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა და შეხვედრაც აქ დასრულდა - 38:9!

მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, კულმინაცია კი "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნების" დაჯილდოება იყო - ქართველ მორაგბეებს ჯილდოები რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
დიდხანს ველოდი ჩვენებისგან ასეთ სტილსი გამარჯვებას!

ამასობაში იტალიამ 67-14 შეირცხვინა თავი.
ანდრი
19 მარტი 2016 22:29
0
რამდენიმე წუთის უელსი-იტალიის მატჩის შემდეგ, პლანეტრაგბი-ზე ერთ-ერთმა ინგლისელმა გულშემატკივარმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: Brilliant display from Wales but after all these fruitless years, you have to question the validity of Italy's inclusion in the championship. Perhaps Georgia should get a chance?
gogig
19 მარტი 2016 21:05
0
დღეს კიდევ ერთხელ ვისიამოვნე რაგბის ყურებით, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო მოედანზე, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ ექვსი ერისთვის, მოგვცენ შანსი და აუცილებლად გამივიყენებთ.
ბიჭებს დიდი მადლობა!!! გაიხარეთ
daviti
19 მარტი 2016 20:47
0
ნეტა ყოველდღე რაგბი იყოს ცხოვრება საამური ხდება გაიხარეთ
გიორგი
19 მარტი 2016 20:32
0
კაი ხანი გავიდა, მარა ისევ ... ეიფორიაში ვარ(თ ?)! )))
ნაღდად კაიფია! )))
19 მარტი 2016 20:26
0
2 თამაში იტალიასთან და ყველაფერი გამოჩნდება,+გულშემატკივრობა,მატჩების ორგანიზება,ბილეთებისგან შესული თანხა და ა.შ. დარწმუნებული ვარ შედეგი საქართველოს სასარგებლოდ იქნება.
margali
19 მარტი 2016 20:19
0
იტალიასთან შანსი 50%/50%-ზეა. დროა მოგვვცენ ტესტ მატჩები. ესეც "მაპი" ხომ არ არის...
tngh
19 მარტი 2016 20:16
0
მუხის ფოთლები დავბერტყეთ კიდევ ერთხელ ფრიდნ მხარ გიჭერთ!Azzum-gixmobt ორ გეიმიან მატჩ-ტესტში,აქ და ჩვენთან,რკენით.შევადგინოთ ღია ფეტიცია რაგბის მსოფლიო კავშირში გზავნით-ხელმოწერებით ქართველთა,და მოვსთხოვოთ ჯახი, მსოფლიო -ევრო რაგბის იუნიონს,ორ ეროვნულ ნაკრებს შორის.Forca Leloss,Go,Go - the best Georgian ragby!
Roma-Italia
19 მარტი 2016 20:12
0
ჯერ უნდა ვითამაშოთ იტალიასთან და გამოჩნდება ყველაფერი,ასე ჰაერზე ვერავინ იტყვის...შანსირომ გვაქვს და თანაც არც ისე მცირე ეს ისედაც ცხადია,მაგრამ ბრიტანელები არ კადრულობენ ჩვენთან თამაშს...თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ინგლისი ბლოკავს საქართველოს...
a talanti
19 მარტი 2016 20:11
0
რა არის ეს რა ვიდეოა? ნორმალური კოლაჟი რომ დადოთ არა? 6 ლელო გაიტანეს და მარტო 2 აჩვენეთ ისიც 40 წამში.
rezo
19 მარტი 2016 20:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული