L'EQUIPE-ის გამოკითხვა - 84% ექვს ერში ცვლილებებს ითხოვს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ექვსი ერის ფორმატის შეცვლას უჭერს მხარს.

ფრანგი ჩინოვნიკის მტკიცებით, სულ მცირე პლეი ოფის მატჩია შემოსაღები ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის. ლაპასეს ნათქვამმა იტალიელთა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ამ მოსაზრებამ დისკუსიები ექვს ერთან დაკავშირებით ახალ ფაზაში გადაიყვანა.

ფრანგულმა გამოცემა L'EQUIPE-მა გულშემატკივართა გამოკითხვა მოაწყო. "უჭერთ თუ არა მხარს გადასასვლელ მატჩს ექვსი ერის გათამაშებაში" - ამ კითხვას დადებითად
უპასუხა 84%-მა, წინააღმდეგი იყო 14% და 2%-მა თავი შეიკავა. სულ გამოკითხვაში 96 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აი მართლაც გვეთამაშნ, არც აინტერესებთ? მე ვფიქრობ რომ იტალიის ეხლანდელი ნაკრები არც სამოაზე, არც იაპინიაზე და არც ტონგაზე უფრო ძლიერი გუნდი არაა და რატო ფიქრობენ რომ ვერ მოვუგებთ, ჩემი აზრით მოვუგებთ, კი რთულად მაგრამ მოვუგებთ, აი მაგათაც რომ იციან ეგ იმიტომაც არ გვეთამაშებიან ტესტებს
ირაკლი
10:16 07-04-2016
0
ჩვენ კუნძულები ამერიკა კანადა და იაპონია იქნება უძლიერესი ჯგუფი და ძალიან აამაღლებს ჩვენს დონეს, მაგრამ ძალიან შორია და ძირითადი სასტავის მოთამაშეებისთვის შეუძლებელი იქნება ამხელა გზაზე ტურნეების გამართვა. თან დროის როგორი სხვაობაა. ადაპტაციას დაჭირდება ბევრი დრო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული