L'EQUIPE-ის გამოკითხვა - 84% ექვს ერში ცვლილებებს ითხოვს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ექვსი ერის ფორმატის შეცვლას უჭერს მხარს.

ფრანგი ჩინოვნიკის მტკიცებით, სულ მცირე პლეი ოფის მატჩია შემოსაღები ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის. ლაპასეს ნათქვამმა იტალიელთა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ამ მოსაზრებამ დისკუსიები ექვს ერთან დაკავშირებით ახალ ფაზაში გადაიყვანა.

ფრანგულმა გამოცემა L'EQUIPE-მა გულშემატკივართა გამოკითხვა მოაწყო. "უჭერთ თუ არა მხარს გადასასვლელ მატჩს ექვსი ერის გათამაშებაში" - ამ კითხვას დადებითად
უპასუხა 84%-მა, წინააღმდეგი იყო 14% და 2%-მა თავი შეიკავა. სულ გამოკითხვაში 96 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფლეი-ოფფ არ იქნება კარგი გადაწყვეტილება, რადგან 6 ერიდან გამოსული გუნდის დეკვალიფიკაცია იქნება დაბალ ლიგაში მონაწილეობა..
ჯობია, გადაკეთდეს 7 ერად, დაამატონ ჩვენი ნაკრები..თანაც, ჩვენი სტადიონები სულ ივსება.. ფინანსური მხარე მთლად გამართული ვერ იქნება , რადგან ბილეთები ჩვენთან იაფია, მაგრამ ფინანსების უქონლობაც არ იქნება- გაამართლებს
ყური მიგდე
20:41 05-04-2016
0
სისულელეა პლეიოფი და ა მართლაც პოპულისტურ განცხადებას გაქვს. წარმოიდგინეთ ეხლა, შევხვდით იტალიას პლეიოფში და მოვუგეთ. მერე რა ხდება? იტალია უნდა ათამაშოთ გერმანიასთან და რუსეთთან? და ეს იქნება რაგბის პროგრესი? ყველაზე უკეთესი გამოსავალია 7 ერი, ან ჩვენ, იაპონია, კუნძულელები, კანადა და ამერიკა ერთ ლიგაში.
fraternity
10:04 06-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული