გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- საქართველოს მსოფლიო თასის ერთ-ერთ აღმოჩენად თვლიან. რის ხარჯზე მოახერხეთ ასე კარგად თამაში? ბოლო-ბოლო, ტონგას ნაკრები დაამარცხეთ...
- ჩემპიონატისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. 3 თვის განმავლობაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას წამითაც არ ვაძლევდით - ერთმანეთს მხარს ვუჭერდით.
მსოფლიო თასი ტონგას დამარცხებით დავიწყეთ და ყველა მეტოქესთან მიზნად გამარჯვება დავისახეთ. ჯამში, სამთვიანმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.
- რამდენად პოპულარულია რაგბი საქართველოში?
- ვფიქრობ,
- შენი აზრით, რა აკლია რუსეთის ნაკრებს საქართველოს დონემდე?
- რთული კითხვაა. რუსეთის ნაკრების მორაგბეები კარგი ბიჭები არიან. არაერთხელ მითამაშია თქვენი გუნდის წინააღმდეგ და ხშირად რთულად მოგვიპოვებია გამარჯვება.
ვფიქრობ, შეტევის ხაზი უკეთესი გვაქვს. უკეთესი გვაქვს ხასიათიც. იყო თამაშები, როცა წესით და რიგით უნდა მოგეგოთ, მაგრამ აგებდით...
- საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩები იმდენად დაძაბულია, რომ საქმე არაერთხელ ჩხუბამდეც კი მისულა... მატჩის დასრულების შემდეგ გარჩევები გრძელდება თუ ნორმალურად ეკონტაქტებით ერთმანეთს?
- მატჩის შემდეგ კონფლიქტი აღარ არსებობს. ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და გასაყოფიც არაფერი გვაქვს. მოედანზე ემოციურობის ფონზე ვჩხუბობთ, მაგრამ მატჩის მერე სხვა სიტუაციაა.
არ მინდა ძალიან გავაგრძელო, ამიტომ ვიტყვი რომ დღეს ქართული რაგბის უდიდესი გულშემატკივარი ვარ (ასევე კალათბურთის, ძიუდოს...) თუმცა ფეხბურთს ფაქტიურად აღარ ვუყურებ. რაში მაინტერესებს ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი (რეალი თუ ბარსელონა) და ამავდროულად მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს (თუნდაც ინგლისის, იტალიის, გერმანიის გუნდები...). ისინი ჩემები არ არიან!!! რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერი, აბრამოვიჩი იგებენ რატომ, იმიტომ რომ დიდი ფული აქვთ. "პიროვნებები" ფეხბურთში (რამდენიმე გამონაკლისის გარეშე) გაქრნენ.
რაგბი იმიტომ მიყვარს რომ ის გახდა ქართველების თამაში (ისტორიაც გვიწყობს ხელს მაგ. ლელობურთი) და თავისი ვაჟკაცურობით შეეფერება ქართულ სულს. მომავალში აუცილებლად შევალთ ელიტაში. ღმერთმა ქნას ქართული ფეხბურთიც აღორძინდეს.
ნუ დაბლოკავთ! PLS
მაგრამ როგორც სპორტი ფეხბურთი პირველია. ჩემპიონტა ლიგა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი, დიდი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატები... ფეხბურთი უბრალოდ ზე სპორტია