ორი ექვსი ერი ტესტებში - The Guardian-ის ჟურნალისტის საინტერესო იდეა

AutoSharing Option
"გარდიანის" სპორტბლოგში ერთიანი სარაგბო კალენდრის შემუშავებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს კორესპონდენტი რობერტ კიტსონი, ვინც ბრიტანულ გამოცემაში 1999 წლიდან მუშაობს. ის ამბობს, რომ იდეალური სარაგბო კალენდარი ვერაფრით შეიქმნება. ტესტების სისტემის მოსაწესრიგებლად ჟურნალისტი მსოფლიო რეიტინგის გამოყენებას გვთავაზობს:

"რატომ არ გავყოთ ტესტებისთვის 6-6 გუნდიან ჯგუფებად? ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, აფრიკა, უელსი და ირლანდია ერთმანეთში ითამაშებდნენ ერთი წლის განმავლობაში.

ივნისში ინგლისი და სხვები სამხრეთ ნახევარსფეროში ჩავლენ, ნოემბერში კი თამაშები ევროპაში იყოს. თუმცა არაფერი უშლის ხელს ზელანდიას, ივნისში ითამაშოს ტესტები ევროპაში. ორმა საუკეთესო გუნდმა მსოფლიო ტესტების
ჩელენჯის ფინალი გაითამაშოს ნეიტრალურ მოედანზე.

ბოლო ორ ადგილზე გასულმა ითამაშოს პლეი ოფი, როგორც ეს "დევისის თასზეა". მათ უნდა დაიცვან თავიანთი ადგილები შემდეგი ექვსეულის ჯგუფისგან, სადაც არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, ფიჯი, საქართველო და იაპონია შევლენ (რეიტინგის მიხედვით).

ეს ასე მალე ვერ მოხდება, მაგრამ წარმოიდგინეთ მსგავსი ტესტები 2018 წლიდან. წარმოიდგინეთ ტესტების ფინალი ჩიკაგოში, რამდენ ადამიანს შეკრებს. ამ ტურნირებიდან შემოსული თანხები (ბილეთები, ტელევიზიები, სპონსორული თანხები) უნდა გადანაწილდეს სამართლიანად და არა ისე, როგორც ახლაა, როცა მთელი შემოსავალი მასპინძელ ქვეყანას მიაქვს".

ვფიქრობთ, ქართული რაგბის მოყვარულებისთვის საინტერესო წინადადება აქვს "გარდიანის" ჟურნალისტს...

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სულაც არ არის მაგარი იდეა
ირაკლი დიასამიძე
21 სექტემბერი 2016 10:50
0
იტალია მეცამეტეა, პირველ ორ ექვსეულში, როგორ მოხვდებოდა?
ზურა
20 სექტემბერი 2016 18:26
0
იტალია ამ მდგომარეობით მე-13 ეა რეიტინგში , სადაც წაიღო ეხლა შენ მიხდვი :დ
თორნიკე
20 სექტემბერი 2016 18:21
0
იტალია არ შედის

12-ეულში რეიტინგით
)))-ს
20 სექტემბერი 2016 18:18
0
მართალია ნკიდია მაგრამ იტალია სად წაიღო ამ ჟურნალისტმა
)))
20 სექტემბერი 2016 16:21
0
ანუ მეორე წლიდან რეიტინგს აღარ გამოიყენებენ გუნდების დასაჯგუფებლად?
რეზო
20 სექტემბერი 2016 15:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული