მილტონ ჰეიგი: ამ ტესტ-მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს

"მეორე ტაიმში თავის დაცვა მეტოქის წნეხიდან გამომდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავი ძალიან კარგად დავიცავით, გარკვეულ მომენტებში ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა. რამდენჯერმე მსაჯსაც შეეძლო მეტოქისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება, მაგრას ეს არ ქნა.

ეს ტესტ-მატჩია, რომლისთვის შესაბამისად მოვემზადეთ. უკვე ხვალიდან მესამე ტესტ-მატჩისთვის, ანუ შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის მოვემზადებით.

შოტლანდია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს გუნდი მუდმივად ათეულშია. რთული მატჩი გველის... ჩვენი გონებით განვეწყობით
და ვნახოთ, მოედანზე რა და როგორ გამოგვივა. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ რამე განსაკუთრებული მოხდება, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავთ", - განაცხადა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გამოგვივა ღვთისა და ქვეყნის სიყვა ორ ულით. გაიხმრეთ.
კახა
18:56 19-11-2016
0
შეუძლებელი არაფერია! ზელანდიაც დამარცხდა და შოტლანდიაც დამარცხდება!!! წარმატებები ბიჭებს!
ნათია
20:43 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული