"ბორჯღალოსნები" ედინბურგში დაბინავდნენ - ფრთხილად, შოტლანდიავ!

AutoSharing Option
26 ნოემბერს, ქალაქ კილმარნოკში საქართველოს ნაკრები ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს შოტლანდიის ნაკრებთან. საქართველოს ნაკრები უკვე შოტლანდიაშია და დღეიდან თამაშისთვის მზადებას შეუდგება.

სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებს" ტრავმირებული ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა შოტლანდიასთან მატჩშიც დააკლდებიან.

"სკოტებმა" გასულ უქმეებზე არგენტინის ნაკრები 19:16 დაამარცხეს. შედეგად, მსოფლიოს რეიტინგში მეცხრე ადგილიდან მეშვიდემდე დაწინაურდნენ. სამოასთან გამარჯვების მიუხედავად კი, საქართველოს ნაკრები კლასიფიკაციაში ისევ მე-12 ადგილზეა.

"ბორჯღალოსნებისა" და "ნარშავების" მომავალ მატჩს წერილი მიუძღვნა telegraph.co.uk-მა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"შოტლანდიის ნაკრები ახლა რეიტინგში მე-7 ადგილზეა და თუ ექვსი ერის გათამაშების დასრულებისას
საუკეთესო რვა გუნდში შეინარჩუნა ადგილი, 2019 წლის მსოფლიოს თასის წილისყრისას განთესილთა შორის მოხვდება.

ერთადერთი ცუდი ამბავი შოტლანდიელებისთვის ისაა, რომ ფეხი დაიშავა შუამარბმა ჰიუ ჯონსმა და შესაძლოა, კილმარნოკში ქართველების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამასთან ერთად, "ნარშავების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ვერნ კოტერმა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში თითქმის 30 ათასი მაყურებლის თანდასწრებით სამოას ეროვნულ გუნდს 20:16 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეებისგან 16 ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ამათგან 13 მორკინალია. მათი თამაშის სტილი შერკინების დინამიკური თამაშია, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია. მათ ორჯერ შეძლეს სამოას შერკინების ლელოში შეთრევა.

შოტლანდიელებს აქვთ შანსი, რომ ნოემბრის ტესტები მოგებით დაასრულონ, თუმცა მათი თავკაცი ვერნ კოტერი ყველას აფრთხილებს, რომ "ბორჯღალოსნებთანაც" მძიმე მატჩი ელით:

"საქართველომ ახლახან სამოა დაამარცხა. ეჭვი არ შეგეპაროთ, მათთან მატჩი ძალიან რთული იქნება. ძალიან კარგად ვიცნობ ქართველთა მწვრთნელს,  მილტონ ჰეიგს. მან ძალიან კარგად იმუშავა. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

მათ თავის გამოჩენა სურთ, რადგან ექვს ერში თამაშის პრეტენზია აქვთ. სამოასთან მატჩი უკვე ვნახეთ და ილუზიები არ გვაქვს, რას შეიძლება ველოდოთ კილმარნოკში.

რაგბი საქართველოს ნომერ პირველი სპორტია, ის ეროვნული სპორტია ამ ქვეყანაში. ამიტომ მძიმე მატჩი გარანტირებულია", - თქვა ვერნ კოტერმა.

საქართველოს ნაკრებს დამარცხებული ჰყავს რუმინეთი, კანადა, აშშ, ტონგა, სამოა, ფიჯი და იაპონია. ახლა პირველი დონის ქვეყნების დამარცხების ჯერია. 2007 წლის მსოფლიოს თასზე ქართველები ახლოს იყვნენ ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გამარჯვებასთან. მათი მორაგბეები ღონიერი ბიჭები არიან და ძალისმიერ სათამაშო სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ამით მათ შეუძლიათ შოტლანდიელებს ისეთივე პრობლემები შეუქმნან, როგორიც არგენტინამ გასულ უქმეებზე. მასპინძლები "პუმებთან" მატჩში შერკინებისას სამჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა, გამარჯვება მაინც სკოტებს დარჩათ".

არგენტინასთან მატჩში ტრავმები მიიღეს და, როგორც უკვე ვთქვით, საეჭვოა ჰიუ ჯონსის, ასევე, პიტ ჰორნის, ფრეიზერ ბრაუნისა და გრანტ გილკრისტის თამაში.

შეგახსნებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კილმარნოკში თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი (ორივე-მონპელიე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზიშვილი (ორივე-ტულონი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო), გიორგი ჩხაიძე (დომონი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი)
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), გიორგი კოშაძე (ხარები)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი აფციაური (ლოკომოტივი), ანზორ სიჭინავა (აკადემია)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან აკნინებ ბორჯღალოსნების შესაძლებლობებს და მალე დარწმუნდები. ბევრს გატყუებთ იაპონიასთან წაგება
ლეოს
20:35 22-11-2016
0
შოტლანდიას ძაან ძლიაერი გუნდი ყავს ეხლა. ჩვენთან კიდე ყველაფრის დამტკიცებას აპირებენ. ძაან გაგვიჭირდება და 30 ქულით თუ წავაგეთ არ იქნება ნამდვილად სასწაული. შოტლანდიელებს ბოლო 10 წუთი აქვთ როგორც წესი სუსტი და ნერვები არ ყოფნით. ხშირად ჯარიმდებიან მაგრამ ხელით თამაში დაიწყეს ამ მწვრთნელის ხელში. წვიმიან ამინდში ალბათ უპირატესობა გვექნება. შერკინებაში და ფეხით თამაშში უნდა ვაჯობოთ და ძაან არ გავნადგურდებით. ერთხელ იტალიასთანაც გვათამაშონ და ვაჩვენებთ ვინ არის მეექვსე ქვეყანა ევროპაში.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული