"უფრო მძიმე თამაშები წინაა და "ბორჯღალოსნები" ყოველთვის ვერ მოიგებენ..."

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გასულ უქმეებზე,  ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია სამოას საკმაოდ ძლიერ ეროვნულ გუნდთან. ამიერიდან, სამოელებთან უკვე დადებითი ბალანსი გვექნება.

ამ შეხვედრის ანალიზი ვთხოვეთ საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელს, ნიაზ მამრიკიშვილს, რომელმაც საუბარი პირველი, იაპონიასთან გამართული მატჩით დაიწყო:

- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

"მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან შეხვედრაში,  ბოლო 12 თამაშთან შედარებით, ყველაზე მაღალი დონის რაგბი აჩვენა. მეტოქეს რვაჯერ გავუჭერით შუაში
ხაზი. შერკინება და დერეფანი 100 პროცენტით მოვუგეთ.

ამ დასანანი მარცხის შემდეგ სამოას ნაკრებთან, უბრალოდ, უკან დასახევი გზა მოჭრილი გვქონდა. ყველანაირად უნდა გვეცადა, რომ ეს ტესტები არ ყოფილიყო წარუმატებელი და მიმდინარე სეზონი ღირსეულად ჩაგვემთავრებინა.

სამოასთან მატჩში სტატიკურ მდგომარეობაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. შერკინებასა და აუტში მეტოქე სრულად დავჯაბნეთ. კარგად ითამაშა დაცვის სისტემამ. საინტერესო იყო დებიუტანტი შუამარბის, გიორგი კოშაძის გამოჩენა, რომელსაც უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მოუწია ასპარეზობა და დაცვაში თამაშს კარგად გაართვა თავი.

მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთში, როცა სამოელები თავზეხელაღებულ შეტევებზე გადავიდნენ, ნათლად დაგვეტყო გამოცდილი შუამარბის,  დავით კაჭარავას არყოფნა. სწორედ ჩვენს მარჯვენა ფრთაზე ქმნიდნენ ყველაზე სახიფათო მომენტებს სამოელები.

ვფიქრობ, მწვრთნელმა დროულად განახორციელა შეცვლები. დროული იყო მოედანზე გიორგი თხილაიშვილის გამოჩენა, რასაც ვერ ვიტყვით იაპონიასთან მატჩზე. თხილაიშვილი იქაც გამოვიდა შეცვლაზე, მაგრამ გვიანი იყო.

ამ ორმა მატჩმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ნაკრები უკვე თამაშობს იმ რაგბის, რასაც, პირობითად დავარქვათ, მსოფლიოს უმაღლესი ლიგის ნაკრებები თამაშობენ.

შოტლანდია იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ნოემბრის ტესტებზე ვეთამაშეთ, ყველაზე ძლიერია. გუნდი შესანიშნავ სათამაშო კონდიციებშია და პროგრესირებს. თანაც, "ნარშავებს" სტუმრად ვხვდებით.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ, როდესაც დავადგებოდით ელიტისკენ მიმავალ გაზს, ის იოლი არ იქნებოდა. კიდევ უფრო მძიმე თამაშები წინ გვაქვს და ქართული აუდიტორია მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ ყოველთვის ვერ მოვიგებთ. სხვაგვარად, ჩვენი ნაკრები პროგრესს ვერ განიცდის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
საოცარი ხალხია ეს ქართველობა. აიგდებენ რაღაც თემას და იმდენ დროს უთმობენ, თითქოს ქვეყანა დაინგრევა, ეს რომ არ განხორციელდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კომენტატორის საკითხია. დააკვირდით, რა თემაზეა მსჯელობა სტატიაში და უმეტესად რაზე ამახვილებენ ყურადღებას "დამპოსტავები". კარგით რა ხალხნო. ერთხელ შეიძლება გამოთქვა რომელიმე თემაზე აზრი, ორჯერ, მაგრამ ათჯერ!!!! წაიყვანოს ნიაზამ და წაიყვანოს, მაგრამ მთავარი თამაში და შედეგია. მოიგონ და გინდა ბიჭიკიამ ამ ჭიჭიკიამ წაიყვანოს რეპორტაჯი.
nodo
15:37 25-11-2016
0
შოტლანდიასთან ნიაზი დააბრუნეთ!!!!!!!
tato
15:18 25-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული