შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ვრცელ ინტერვიუში ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ნაკრებს ჩავარდნები მომავალშიც ექნება და ეს ტრაგედია არაა.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

ამასთან, გოჩა სვანიძის განცხადებით, შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს...

Sportall.Ge- სამწუხაროდ, ნოემბრის ტესტებით ქართველი ქომაგი ბოლომდე ვერ გავახარეთ. თბილისში ორივე თამაში უნდა მოგვეგო, ამის პოტენციალი ნამდვილად
გაგვაჩნდა.

ამას სასაყვედუროდ არ ვამბობ. უბრალოდ, ჩვენი გუნდი ამ დონეზე ჯერ კიდევ ახალბედაა.

ფიჯისგან, ტონგასგან, სამოასა და იაპონიისგან განსხვავებით, აღარაფერს ვამბობ შოტლანდიაზე, ასეთი დონის მატჩების მწირი გამოცდილება გვაქვს. სავარაუდოდ, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნება, იქამდე, სანამ არ შევიძენთ სათანადო გამოცდილებას და არ გავაძლიერებთ სათამაშო დისციპლინას. ამას დრო სჭირდება.

თუმცა, ეს არ არის ტრაგედია. ჩვენი რაგბი სწორად ვითარდება, სწორ გზაზე ვდგავართ. თითოეული მოგებული თუ წაგებული მატჩი ჩვენი მორაგბეებისთვის არის გაკვეთილი. ასეთი მცირე წარუმატებლობა, როგორიც იყო იაპონიასთან მატჩი და შოტლანდიასთან პირველი ტაიმი, არათუ ვერ შეგვაჩერებს, პირიქით, მეტი შემართებით ვიბრძოლებთ საიმისოდ, რათა ელიტაში შევიდეთ.

- ზემოთ თქვით, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნებაო. რას გულისხმობთ?
- თამაშის მიმდინარეობისას გუნდის მიერ 10-15 წუთის ჩაგდებას, რასაც მოგებული თამაშის წაგება შეიძლება მოჰყვეს. ასე მოხდა კიდეც იაპონიასთან მატჩში.

- იაპონია, ტონგა, სამოა, ფიჯი, კანადა, აშშ - ძალიან კარგი ნაკრებებია. ისინი თბილისში სათამაშოდ ჩამოდიან, რაც ქომაგისთვის ძალიან კარგია. როდის იქნება შესაძლებელი თბილისში ელიტური გუნდების ხილვაც?
- შოტლანდია მზად არის, თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდეს. ახლა მიჭირს თქმა, ეს როდის მოხდება, რადგან მომავალ წელს მათ ექვსი ერი, ივნისის და ნოემბრის ტესტები უკვე დაგეგმილი აქვთ. რაც დაგეგმილი არ არის, იქ ჩვენ აუცილებლად გაგვითვალისწინებენ.

თბილისში ჩამოსვლა ჩვენ მათ მატჩის წინ შევთავაზეთ. თამაშის მერე თვითონ მოვიდნენ და გამოთქვეს მზადყოფნა, თბილისში გვეწვიონ. ეს შოტლანდიელებს ზრდილობის გამო არ უქნიათ. ისინი აუცილებლად ჩამოვლენ.

გოჩა სვანიძესთან ვრცელ ინტერვიუს sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ქუთაისელი შენ რაგინდა რო თქვა რაგბი ფეხბურთზე პოპულარულიაა?გეთანხმები ბევრი ჩაწყობები ხდება ფეხბურთში და დღეს ფეხბურთი კრიზისშია მაგრა მიუხედავად ამის ფეხბურთი რო სუ სხვა განზომილებაა ვერ ხვდებიით?
buxrika
10 დეკემბერი 2016 11:16
0
ფეხბურთი გახდა ბიზნესი და შავი ფულის გათეთრების კარგი საშუალება რა სპორტი რის სპორტი სპორტი არა კვახი.ეგ იყო სპორტი ადრე ეხლა კიდე ვითომ ბიზნესმენების და მაფიოზების თავშეყრის ბუდეა იყიდე გაყიდე და მორჩა.წალეკა ტოტალიზატორმა მთელი ფეხბურთი.
qutaiseli
09 დეკემბერი 2016 12:34
0
qar-ს

მელიტონი უნდა დაგინიშნონ შეგირდად და დავანგრევთ ყველას, ზელანდიიდან დაწყებული..!
jiji
09 დეკემბერი 2016 12:20
0
რაგბი ჩვენი სპორტია?მაშინ ფეხნურთი მთელი ცხოვრებაა.
Buxrika
09 დეკემბერი 2016 12:02
0
საქართველოში ჩამოსვლამდე ნებისმიერი გუნდი კარგად დაფიქრდება თავს ხოარ შევირცხვენთო, შოტლანდიელები კი თამაშის მერე იმიტომ ალაპარაკდნენ ომახიანად, რომ იფიქრეს ეს არის ჩვენი მაქსიმუმი. აი ჩამოვიდნენ აქ და დარწმუნებული ვარ შანსები 50/50ზე იქნება და შეიძლება მოვუგოთ კიდეთ, ნუ ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებს ალბათ 5დან 3 მატჩს მოვუგებთ, სისტემატურად ვუყურებ ტესტებს და 6 ერს და ხელით თამაშისას წუნი აქვთ ხშირად, რაც ჩვენს სასარგებლოდ შერკინებაა რომელიც დიდი ალბათობით ჯარიმით დამთავრდება, ასევე რაქებში უჭირთ ბურთის შენარჩუნება და აგრესიული დაცვის შემთხვევაში უპირატესობის მოპოვებისას ერთი ერთზე და კარგი შერკინებით იტალიას თავის მოედანზეც დავამარცხებთ დარწმუნებული ვარ. პ.ს. ფეხით თამაშისას არ ბრწყინავენ. რაც შეეხება ნატურალიზებას, ჩემი აზრით, არ არის საჭირო საკმარისია კარგი ხაზის და ბექების ტრენერი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბიჭებს მოამზადებს უშუალოდ ხაზში თამაშში და ეს კომპონენტიც გამოსწორდება დარწმუნებული ვარ. სისწრაფეები და კრეატიულობა გვინდა მეტი არაფერი სასწაული. გაითვალისწინეთ კაჭი არ გვყავდა და მეკოც ნახევარია ფაქტიურად თავისი შესაძლებლობის, შარიქაძეც დაგვემტვრა. თაზოს თამაში საერთოდ არ მომეწონა სამოასთან 3 სერიოზული ბოჭვა გააფუჭა და ძლივს გადავრჩით, მაგის ფრთიდან გავიდა ლელოებიც. აფციაურიც არაა იმ დონეზე რაც საჭიროა. მოკლედ ხაზის ბიჭების ტრენერი გვინდა ცალკე თორე საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. იმედია ნაკრების ხელმძღვანელობა ხედავს პრობლემას და იზრუნებენ გამოსწორებაზე მსოფლიომდე.
qar
09 დეკემბერი 2016 10:43
0




რაგბის ეგრეთ წოდებულმა ,,მამებმა'' შეგნებულად გაგვხიშსტეს შოტლანდიასთან დაჯახებით D:D:DD:
იმედია ჩვენი ლომები უფრო კარგად ითამაშებენ თბილისში თუ ჩამოვლენ შოტლანდიელები ))))
თანდათანობით სამომავლოდ ასეთ გუნდებთან თამაშით უფრო მეტს ვისწავლით . . .

J A G A
09 დეკემბერი 2016 08:48
0
იტალიამ ძაიან ბევრი იბრძოლა თავის დროზე რომ 5 ერში მიეღოთ და თამაშით (მათ შორის ბობოლების დამარცხებით) დაამტკიცა რომ ღირსი იყვნენ დაწინაირების. ასე რომ იტალიას ასე აგდებულად ნუ უყურებთ! ჩვენც დავამტკიცოთ, ერთხელ კი არა რამდენიმეჯერ და მერე ვნახოთ სად გაგვექცევიან )) და ეჭვი არ მეპარება რომ ასეც იქნება!!!
wero-s bs
08 დეკემბერი 2016 20:53
0
ღმერთმა ქნას და ჩამოვიდეს შოტლანდია. იტალიაც თუ მოუმატებს ჩვენთან შეხვედრამდე მშვენიერი იქნება. ძლიერ და ჯანმრთელ მეტოქესთან უნდა და დავიხვეწოთ და არა მაჩანჩალასთან. თამაში გვაქვს მოსამატებელი და არა ოფიციოზისთვის რაღაც დასამტკიცებელი, რაც უკვე აშკარაა.
რეზო
08 დეკემბერი 2016 18:40
0
იტალიაზე იმიტომ ვსაუბრობ რომ მაგათთან მოგების შანსი დიდია და არა ფინანსური უპირატესობები თორემ შოტლანდიასთან ამ ეტაპზე ხუთიდან ხუთს წავაგებთ და რა გამოვა ბიჭებს წაგებულის სინდრომი შეეყრებათ ამიტომ ბობოლებსაც სალაპარაკოს მივცემთ აი რატომ გვინდა იტალია.
wero
08 დეკემბერი 2016 18:24
0
მეგობრებო შეეშვით ილუზიებს,რომ იტალიასთან გვათამაშებენ,თანაც საკუთარ კედლებში. როგორ ფიქრობთ ,უნდათ ექვსი ერის მამებს დამატებითი სალაპარაკო მოგვცენ იმ შემთხვევისათვის თუ იტალიას დავამარცხებთ და ამის შანსი არის თუნდაც 60-40% ზე იტალიელების სასარგებლოდ. ასე რომ, ის უფრო მოსალოდნელია რუმინეთთან გამართონ სპარინგი. რაც შეეხება შოტლანდიელთა სურვილს, საქმე დაგვანახეთ საქმე თორემ "კეთილი ზრახვები" რომ აქცთ ეგ ისედაც ვიცოდით :)
ვილკინსონი
08 დეკემბერი 2016 18:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული