პლეი-ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას ისევ ხუთი "ქართული გუნდი" განაგრძობს. "აჟენის" გარდა, ესენია: "ოიონაქსი", "მონ დე მარსანი", "ორიაკი" და "ანგულემი".
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად ითამაშა ბასკურ "ბიარიცთან", რომელიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ჩვენებურთა გუნდმა მატჩი დაძაბულ ბრძოლაში დათმო. მჭედლიძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 67-ე წუთზე მეტოქესთან ჩხუბისთვის წითელი ბარათით გააძევეს.
- თამაზ მჭედლიძემ ბასკური გუნდის მორაგბესთან იჩხუბა [VIDEO]
აღსანიშნავია, რომ არბიტრმა
"აჟენი" ახლა 51 ქულით მესამე ადგილზეა. მას ორი ქულით უსწრებს და მეორე ადგილზე იმყოფება ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი". ჩვენებურთა ამ გუნდმა გასვლით მატჩში ბოლო წამებზე გამოგლიჯა გამარჯვება ხელიდან ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს" - 26:24.
დათუნაშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, 56-ე წუთზე გაასინბინეს. თავიდან ბოლომდე ითამაშა შარიქაძემაც, მირცხულავა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. არ უთამაშიათ ხატიაშვილსა და ვეფხვაძესაც.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად ბექა შეყლაშვილის "ალბისთან" ბექა გორგაძის "მონ დე მარსანმა" - 30:25. ალბელები დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვიან და, ცხადია, ამ მატჩის შედეგს მათთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები თამაშისას მეტწილად ანგარიშში წინ იყვნენ, მაგრამ სტუმრებმა გარდამტეხი უპირატესობა მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთში მოიპოვეს. გორგაძემ სრულად ითამაშა, შეყლაშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს. მარსანელები 47 ქულით მე-5 ადგილზე არიან.
სტუმრად ლიდერთან, "მონტობანთან" დამარცხდა შალვა სუთიაშვილის "ანგულემი" - 3:27. მეორე დივიზიონის დებიუტანტი შედეგად 44 ქულით მე-9 ადგილზე დამკვიდრდა. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა და არბიტრმა 32-ე წუთზე გაასინბინა.
სახიფათო ზონას ოდნავ დაშორდა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ბურგუენი" - 30:22. ყუფარაძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.
II დივიზიონი, XVIII ტური
ბიარიცი-აჟენი 20:17, ალბი-მონ დე მარსანი 25:30, ბეზიე-ნარბონი 39:10, კარკასონი-ვანი 29:27, დაქსი-ბურგუენი 30:22, მონტობანი-ანგულემი 27:3, კოლომიე-პერპინიანი 32:20, ორიაკი-ოიონაქსი 24:26
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 54 ქულა, 2. ოიონაქსი - 53, 3. აჟენი - 51, 4. კოლომიე - 49, 5. მონ დე მარსანი - 47, 6. ორიაკი - 46, 7. კარკასონი - 45, 8. ბიარიცი - 44, 9. ანგულემი - 44, 10. ნარბონი - 39, 11. პერპინიანი - 38, 12. დაქსი - 37, 13. ბეზიე - 32, 14. ვანი - 30, 15. ალბი - 30, 16. ბურგუენი - 11
XIX ტური
ანგულემი-ბიარიცი, აჟენი-ბურგუენი, ბეზიე-ორიაკი, ნარბონი-კოლომიე, ოიონაქსი-ალბი, ვანი-დაქსი, პერპინიანი-კარკასონი, მონ დე მარსანი-მონტობანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"