რაგბი. ლეგიონი: შარიქაძის ლელო, ასეიშვილი - სიმბოლურში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში კვლავაც წაუგებელია გათამაშების ლიდერი, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი".

ჩვენებურის კლუბი უკვე საგრძნობლად დაწინაურდა და ძნელი სავარაუდოა, ვინმემ გაუსწროს. "ლა როშელი" უახლოეს მდევარ "კლერმონს" 11 ქულით უსწრებს. ასეთი დიდი სხვაობა პირველ და მეორეადგილოსანს შორის დიდი ხანია, არ დაფიქსირებულა. "ლა როშელმა" ამჯერად სტუმრად გაიმარჯვა "პოსთან" - 23:13. ყაულაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" პარიზში "მეტრო რასინგთან" დამარცხდა - 24:27. "ვულკანების" შემადგენლობაში მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა, რომელიც 61-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

მესამეადგილოსანი,
მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, გაგი ბაზაძისა
და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიეც" სტუმრად დამარცხდა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივთან" - 25:28.

ასეიშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ბეკოშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ბაზაძე - 73-დან.

მარცხის მიუხედავად, მეოთხე ადგილს ინარჩუნებს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და შალვა მამუკაშვილის "ტულონი", რომელმაც სტუმრად წააგო ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსესთან" - 11:17.

ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. ჟვანია თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.

საპლეიოფო ზონას ოდნავ დაშორდა ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც სტუმრად წააგო "ბორდოსთან" - 11:20. კაკოვინს არ უთამაშია.

სიმბოლური ნაკრები:
15. ტობი არნოლდი (ლიონი), 14. ლუკას დუპონი (გრენობლი), 13. სევანაია გალალა (ბრივი), 12. პიერ აგუიონი (ლა როშელი), 11. ჟან ბატისტ დუბიე (ბორდო), 10. დავიდ მელე (გრენობლი), 9. არტურ პეტიერი (ლა როშელი). 1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი), 2. არნო ეგუი (გრენობლი), 3. ვადიმ კობილასი (ბოროდო), 4. ლეონ ნაკარავა (მეტრო რასინგი), 5. პაულ იედრესიაკი (კლერმონი), 6. ჟუდიკაელ კანკორიე (კლერმონი), 7. ლევენი ბოტია (ლა როშელი), 8. კრის მასო (მეტრო რასინგი).

I დივიზიონი, XXII ტური
მეტრო რასინგი-კლერმონი 27:24, გრენობლი-კასტრი 21:20, ლიონი-ბაიონი 52:7, პო-ლა როშელი 13:23, ბორდო-ტულუზი 20:11, ბრივი-მონპელიე 28:25, სტად ფრანსე-ტულონი 17:11

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 75 ქულა, 2. კლერმონი - 64, 3. მონპელიე - 56, 4. ტულონი - 54, 5. კასტრი - 52, 6. პო - 52, 7. მეტრო რასინგი - 49, 8. ბორდო - 49, 9. ბრივი - 48, 10 ტულუზი - 47, 11. ლიონი - 46, 12. სტად ფრანსე - 44, 13. გრენობლი - 33, 14. ბაიონი - 26

XXIII ტური
ბაიონი-სტად ფრანსე, კასტრი-ლიონი, კლერმონი-ბრივი, ლა როშელი-ბორდო, მონპელიე-გრენობლი, რასინგი-პო, ტულონი-ტულუზი

საფრანეგთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ცენტრალური მატჩი აჟენში გაიმართა. აქ ლიდერები, თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი" და ირაკლი მირცხულავას და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი" დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა, ფაქტობრივად, ფინალის ტოლფასი იყო, რადგან გამარჯვებული რეგულარული გათამაშების მოგებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა.

აჟენელებმა 26:31 წააგეს. მასპინძელთა რიგებში მჭედლიძემ ძირითადში ითამაშა და 72-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილი მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა. დანარჩენ ქართველებს არ უთამაშიათ. მიუხედავად იმასა, რომ "აჟენი" მეტოქეს ოთხი ქულით ჩამორჩა, დაკარგული ჯერ არაფერია. წინ კიდევ ხუთი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საპლეიოფო ზონაში მხოლოდ ბექა გორგაძის "მონ დე მარსანია". მარსანელებმა 25-ე ტურში სტუმრად წააგეს შალვა სუთიაშვილის "ანგულემთან" - 20:30. შალვამ სრულად ითამაშა, 59-ე წუთზე კი სინბინში გაუშვეს. გორგაძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

საპლეიოფო ზონას დაუახლოვდა მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ბურგუენი" - 40:14. "ბორჯღალოსნების" შუამარბმა მერაბ შარიქაძემ 31-ე წუთზე ლელო გაიტანა და 54-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, დათუნაშვილი ტრავმირებულია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორი "ქართული გუნდი" - "ოიონაქსი" და "აჟენი" პლეი ოფშია. კიდევ ორი, "მონ დე მარსანი" და "ორიაკი" კი იქ მოსახვედრად იბრძვიან.

II დივიზიონი, XXV ტური
აჟენი-ოიონაქსი 26:31, ორიაკი-ბურგუენი 40:14, ანგულემი-მონ დე მარსანი 30:20, ბიარიცი-ალბი 38:9, დაქსი-პერპინიანი 24:18, ნარბონი-ვანი 16:24, მონტობანი-კარკასონი 20:6, ბეზიე-კოლომიე 41:27

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 75 ქულა, 2. აჟენი - 71, 3. ბიარიცი - 68, 4. კოლომიე - 67, 5. მონ დე მარსანი - 66, 6. მონტობანი - 64, 7. პერპინიანი - 60, 8. ორიაკი - 60, 9. კარკასონი - 59, 10. ანგულემი - 55, 11. ბეზეი - 54, 12. ნარბონი - 51, 13. დაქსი - 51, 14. ვანი - 47, 15. ალბი - 44, 16. ბურგუენი - 16.

XXVI ტური
პერპინიანი-ბიარიცი, ალბი-მონტობანი, ბურგუენი-ბეზიე, ოიონაქსი-დაქსი, მონ დე მარსანი-ნარბონი, ვანი-ანგულემი, კოლომიე-ორიაკი, კარკასონი-აჟენი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული