Midi Olympique: ბექა გორგაძე ელიტის "ბორდო-ბეგლში" ითამაშებს

AutoSharing Option
ფრანგული მედია Midi Olympique-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "მონ დე მარსანის" მორკინალი ბექა გორგაძე ელიტის კლუბ "ბორდო-ბეგლში" გადადის.

"ბორდოს" ბექა ახალ მე-8 ნომრად ესახება, ოღონდ ეს ტრანსფერი 2018 წელს განხორციელდება, მანამდე კი "ბორჯღალოსანი" კვლავ "მონ დე მარსანში" ითამაშებს, რომელშიც ამ სეზონში უკვე 3 ლელო მიითვალა.

ბექა გორგაძე 20 წლისაა, თუმცა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას უკვე 11 კეპი აქვს მოპოვებული ეროვნულ ნაკრებში და 5 ლელო გატანილი.

leclubrugby.fr წერს, რომ ამ სეზონში კარგი თამაშით გორგაძემ ბევრი ელიტური კლუბის ყურადღება მიიქცია, მაგრამ ყველას
"ბორდომ" დაასწრო და ქართველი წინასწარ დაიბევა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედის მომცემი ბიჭია. დარწმუნებული ვარ ტოპ 14-შიც წარმატებით ითამაშებს.
gogig
19:27 10-04-2017
0

სიახლეები პოპულარული