ევროთასების გათამაშებაში ფინალური წყვილები გაირკვა. როგორც ჩემპიონთა თასზე, ისე "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში, ფინალში ქართველ მორაგბეთა თითო გუნდმა გააღწია.
ჩემპიონთა თასზე დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა" ნახევარფინალში შინ მიიღო ირლანდიური "ლენსტერი" და 27:22 დაამარცხა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილსა და გიორგაძეს არ უთამაშიათ.
"კლერმონი" ფინალში, 13 მაისს, ედინბურგის "მერიფილდზე" ინგლისურ "სარსენზს" დაუპირისპირდება, რომელმაც სტუმრად დაამარცხა ასევე ირლანდიური "მანსტერი" - 26:10.
* * *
"ჩელენჯ კაპის" გათამაშების ფინალში გასვლა ქართველ მსამაგიეროდ, ფინალში ითამაშებს ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე", რომელმაც შინ მოუგო ინგლისურ "ბასს" - 28:25. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე შეცვალეს.
"ჩელენჯ კაპის" ფინალი ასევე ედინბურგში, 12 მაისს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"