საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან

AutoSharing Option
Express.co.uk-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ავსტრალიელმა თავკაცმა ედი ჯონსმა განაცხადა, რომ იგი ექვსი ერის პირველობის რეფორმის მომხრეა.

"საქართველოსა და რუმინეთს დიდი პოტენციალი აქვთ. მათ კარგი სარაგბო გენები აქვთ. საქართველოს კი შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს წინსვლისთვის.

იდეალური ვარიანტი იქნება ექვსი ერი B-ს ჩამოყალიბება და A დივიზიონის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩის გამართვა ელიტაში მოხვედრისთვის.

იქნება თუ არა კარგი ეს? წარმოიდგინეთ თბილისში თამაში 60 ათასი ფანის თვალწინ", - განაცხადა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის იდეა მოიწონა ჯონსის ერთ-ერთმა წინამორბედმა ინგლისის ნაკრებში კლაივ ვუდვორდმაც.

ინგლისური გამოცემა ამტკიცებს, რომ პლეი ოფის სისტემის შემოღება 2020 წლამდე გამორიცხულია, რადგან მომდევნო ორი სეზონი უკვე გაწერილია ექვს ერში".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ედი, შენ პირს შაქარი
რეზო
17:54 24-05-2017
0
ეს უკვე ბევრს ნიშნავს...
მერაბი
21:16 24-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული