შალვა მამუკაშვილმა კონტრაქტი მეორე დივიზიონის "დაქსთან" გააფორმა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატი ახლახან დასრულდა, თუმცა სატრანსფერო ციებ-ცხელება აქ დიდი ხანია დაწყებულია.

ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, მეორე დივიზიონის "დაქსმა" კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭ შალვა მამუკაშვილთან, რომელიც აქამდე "სამედიცინო ჯოკერად" ირიცხებოდა "ტულონში".

შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეს, რომელიც "ყოჩების" აღზრდილია, აქამდე ინგლისურ "სეილ შარქსში", შოტლანდიურ "გლაზგო ვორიორზსა" და ფრანგულ "მონპელიეში" უთამაშია. მამუკაშვილი 26 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში 44 კეპი მოიხვეჭა.

"დაქსში", რომელმაც მეორე დივიზიონში მე-14 ადგილი დაიკავა და გავარდნას გადაურჩა, გასულ სეზონში შერკინების ქართველი ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე თამაშობდა.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული