გიორგი ფრუიძემ "კრასნი იარის" სადებიუტო მატჩში ორი ლელო დადო

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გარემარბმა გიორგი ფრუიძემ რუსეთის ჩემპიონატში დებიუტი დუბლით აღნიშნა.

მან კრასნოიარსკის "კრასნი იართან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველად ითამაშა მოსკოვში "სლავას" წინააღმდეგ.

მატჩის 22-ე წუთზე "კრასნი იარის" პირველივე სახიფათო შეტევაში ფრუიძემ ლელო გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს კი, სტუმრებმა მეტოქის შეცდომები გამოიყენეს და კიდევ ორი ლელო მიითვალა - 21:0.

მეორე ნახევარში კრასნოიარსკელებმა კიდევ რამდენიმე ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთ-ერთი კვლავ ქართველმა უკანახაზელმა მიითვალა.

საბოლოოდ "კრასნი იარმა" ანგარიშით 45:5 მოიგო. ციმბირელთა შორის მეორე ნახევარში თამაშში კიდევ ერთი "ბორჯღალოსანი", მგეზავი ლაშა მალაღურაძე ჩაერთო.

ახლა, ფრუიძისა და მალაღურაძის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მას თანაქალაქელი "ენისეი" და კრასნოდარის "ყუბანი" უსწრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული