საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-7 ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ორი ჯგუფის ლიდერია.
ესენია: "მასი" და "მაკონი". "პერიგო" კი ლიდერთა შორისაა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.
A ჯგუფში ლიდერი შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, არჩილ კობაურის, დავით დადუნაშვილისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასია". პარიზელებმა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად წააგეს "ვანთან" 16:20, პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებენ.
აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, ოთხ წუთში მოედანი დადუნაშვილმაც დატოვა, სუთიაშვილი წინა ტურში წითელი ბარათით გააძევეს და დისკვალიფიცირებულია,
ამ ჯგუფში ქართველ მორაგბეთა დარჩენილი გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს" აქვს, რომელიც 19 ქულით მეხუთე ადგილზეა.
ჩვენებურის ამ გუნდმა სტუმრად წააგო "ბობინისთან" - 16:22. გუჯარაიძე თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო.
რეზო გიგაურისა და თენგიზ გელანტიას "მონლუსონმა" შინ დაამარცხა შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელი" - 18:3, თუმცა სახიფათო ზონას თავი მაინც ვერ დააღწია. გიგაურმა და საყვარელიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, გელანტია 54-ე წუთზე შეცვალეს.
სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა ირაკლი ნინიძის "დიჟონი", რომელმაც სტუმრად წააგო "ნევერთან" - 10:34. ნინიძე თამაშში მე-12 წუთიდან ჩაერთო.
A ჯგუფი
ნევერი-დიჟონი 34:10, ვანი-მასი 20:16, კონიაკი-ლილი 23:23, ბობინი-სენ ნაზერი 22:16, მონლუსონი-სენ ჟან დანჟელი 18:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 27 ქულა, 2. ნევერი - 22, 3. ლილი - 20, 4. ვანი - 19, 5. სენ ნაზერი - 19, 6. სენ ჟან დანჟელი - 13, 7. ბობინი - 12, 8. კონიაკი - 12, 9. მონლუსონი - 7, 10. დიჟონი - 6.
VIII ტური
მასი-კონიაკი, სენ ნაზერი-ლილი, ბობინი-მონლუსონი, დიჟონი-ვანი, სენ ჟან დანჟელი-ნევერი.
B ჯგუფში მეშვიდე ტურის შემდეგ ავთანდილ კოპალიანის "მაკონი" გალიდერდა, რომელმაც შინ დაამარცხა "რომანი" - 33:10. კოპალიანი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. ჩვენებურის გუნდს 25 ქულა დაუგროვდა და სამი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ექსს".
ქართველ მორაგბეთა კიდევ სამი გუნდი, რომლებიც ამ ჯგუფში ასპარეზობენ, აუტსაიდერია.
ბოლო ადგილზე მყოფმა გიორგი კუთარაშვილის "ანესიმ" სტუმრად წააგო გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონთან" - 16:33. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის "ვიენმა" კი სტუმრად წააგო "ლა ვულესთან" - 10:30. კვირიკაშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო.
B ჯგუფი
მაკონი-რომანი 33:10, ლა სეინი-ექსი 17:13, ობენა-შამბერი 50:19, ლა ვულე-ვიენი 30:10, შალონი-ანესი 3:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 25 ქულა, 2. ექსი - 22, 3. ობენა - 21, 4. ლა ვულე - 18, 5. შამბერი - 18, 6. ლა სეინი - 16, 7. რომანი - 15, 8. შალონი - 13, 9. ვიენი - 10, 10. ანესი - 7.
VIII ტური
ექსი-მაკონი, შამბერი-ლა სეინი, ვიენი-რომანი, ანესი-ობენა, ლა ვულე-შალონი
C ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გიორგი გაბელიას "პერიგო".
ჩვენებურთა ამ გუნდმა მეშვიდე ტურში შინ დაამარცხა "სენ ჟან დე ლუზი" - 14:9 და ახლა 19 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნატრიაშვილი ტრავმირებულია, მაღალდაძე და გაბელია განაცხადში არ იყვნენ.
C ჯგუფი
პერიგო-სენ ჟან დე ლუზი 14:9, ტულე-მონტობანი 15:35, ლანჟონი-როდეზი 26:7, ლავორი-ლორმონი 19:18, ენდაი-ლიმოჟი 24:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 33 ქულა, 2. ლანჟონი - 25, 3. სენ ჟან დე ლუზი - 22, 4. პერიგო - 19, 5. ლიმოჟი - 17, 6. ლავორი - 15, 7. ლორმონი - 15, 8. როდეზი - 10, 9. ტულე - 5, 10. ენდაი - 4.
VIII ტური
მონტობანი-ლანჟონი, როდეზი-პერიგო, ლიმოჟი-სენ ჟან დე ლუზი, ენდაი-ლავორი, ლორმონი-ტულე.
D ჯგუფში მეშვიდე ტურის შემდეგ ლიდერთა შორის გაერია ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, ბექა ურჯუკაშვილის, ლადო გუნიავასა და გიორგი მჭედლიშვილის "ბაგნერე".
ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა "ბლანიაკი" - 22:17. შედეგად, "ბაგნერეს" 17 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა.
მალაღურაძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, ოთხი საჯარიმო, ერთი გარდასახვა და ერთი არეკნი გაიტანა (17 ქულა), მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს; იმავდროულად, თამაშში ჩაერთო მჭედლიშვილი, ურჯუკაშვილმა მოედანზე 48 წუთი დაჰყო, გუნიავა თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.
მიხეილ გაჩეჩილაძის "აჟეტმომ" სტუმრად წააგო "ოლორონთან" - 18:28. ქართველი მეორეხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 23-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გაასინბინა. "აჟეტმოს" 13 ქულა დაუგროვდა და მე-8 ადგილზეა.
D ჯგუფი
ოლორონი-აჟეტმო 28:18, კასტანე-ლანამეზანი 14:13, ვალანსი-ლურდი 36:19, ბაგნერე-ბლანიაკი 22:17, ტიროსი-მოლეონი 45:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 30 ქულა, 2. ოლორონი - 25, 3. ბაგნერე - 17, 4. კასტანე - 17, 5. ლანამეზანი - 17, 6. ბლანიაკი - 16, 7. ვალანსი - 15, 8. აჟეტმო - 13, 9. მოლეონი - 9, 10. ლურდი - 8.
VIII ტური
აჟეტმო-ვალანსი, ლურდი-კასტანე, მოლეონი-ლანამეზანი, ბლანიაკი-ოლორონი, ტიროსი-ბაგნერე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"