ვიქტორ კოლელიშვილისთვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კლერმონის" მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო.

გასულ უქმეებზე, საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, როცა "კლერმონი" სტუმრად "ტულონს" ეთამაშებოდა, კოლელიშვილი მე-11 წუთზე დაშავდა.

ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას მარჯვენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა. ამასთან ერთად, შიდა და გარე მენისკი განუვითარდა. ტრავმა ძალიან სერიოზულია და სასწრაფო რეკონსტრუქციულ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ოპერაციას ცნობილი დასტაქარი ვილიამ ვან ჰილი გააკეთებს შატენარის კლინიკაში.

ცნობილია, რომ ასეთი ტრავმის მოსარჩენად 7-8 თვეა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ კოლელიშვილი წლევანდელ სეზონში მოედანზე გასვლას
ვეღარ შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვიტო, შენი იმედი გვაქვს! მალე გამოჯანმრთ ლებას გ ი ს უ რ ვ ე ბ თ !
0
gmerti shenskan vito.male gamojanmrteldebi da male daubrundebi sayvarel saqmes..ufro malec vidre zogs gonia!! sauketeso xar.
xvaramze gogochuri
20:28 06-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული