დავით ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის მე-5 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ევროთასების გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდების უმრავლესობამ წარმატებით იასპარეზა.

შესანიშნავად გამოდის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელსაც პლეი ოფამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.

უფრო სასიხარულო კი ის არის, რომ ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ბორჯღალოსნების" შერკინების ბურჯი და ერთ-ერთი ლიდერი დავით ზირაქაშვილი დაასახელეს.

ის საუკეთესო იყო მარჯვენა ბურჯის (#3) პოზიციაზე, რაც უდავოდ დიდი აღიარებაა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები სხვადასხვა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში ბოლოხანს საკმაოდ ხშირად სახელდებიან.

საფრანგეთის ჩემპიონატის სხვადასხვა ტურის საუკეთესოთა შორის ცოტა ხნის წინათ
ზურაბ ჟვანია
(სტად ფრანსე) და მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) დაასახელეს.

სიმბოლური ნაკრები
15. ლეიგ ჰალპფენი (ტულონი), 14. კრის ეშტონი (სარასენზი), 13. ჯონათან ჯოზეფი (ბასი), 12. იან მადიგანი (ლენსტერი), 11. დი თი ეიჩ ფან დერმერვე (გლაზგო), 10. კამილ ლოპესი (კლერმონი), 9. ჯო სიმფსონი (ვოსფსი). 1. ალექს ვოლერი (ნორსჰემპთონი), 2. დიმიტრი სჟარჟევსკი (მეტრო რასინგი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. დუეინ ტონერი (ლენსტერი), 5. ჯო პერლინგი (ლესტერი), 6. სტეფონ არმითიჯი (ტულონი), 7. ჯიმი ჰესკელი (ვოსფსი), 8. ბილი ვუნიპოლა (სარასენზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული