კიდევ ერთი ქართველი ბურჯი საფრანგეთში - გაგი ბაზაძე ყურადღების ცენტრშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი გამოჩნდა. გაგი ბაზაძემ "ლა როშელის" შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი გამართა, თუმცა უკვე საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა.

აი, რას წერს მასზე ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი".

23 წლის ქართველს ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები აქვს. 188 სანტიმეტრი სიმაღლის შერკინების ბურჯი 128 კილოგრამს იწონის.

გაგი ბაზაძე საფრანგეთში ოთხი წლის წინათ გადაბარგდა და ორი წელიწადი "მონპელიეს" სათადარიგო გუნდში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მესამეხაზელ ლაშა ლომიძესთან ერთად.

"მონპელიედან" ბაზაძემ პარიზულ "მასის" მიაშურა, რომელიც ქართველების სიხალვათეს არასდროს
განიცდიდა. გაგიმ აქ ერთი სეზონი დაჰყო. მერე ის მეორე დივიზიონში აღზევებულ "ლილში" ამ გუნდის ქართველმა მწვრთნელმა დავით ბოლღაშვილმა მიიწვია. თუმცა "ლილი" ფინანსური პრობლემების გამო ისევ ფედერალ 1 დივიზიონში დატოვეს და ბაზაძე უგუნდოდ დარჩა.

სწორედ ამ დროს, მას დახმარების ხელი კიდევ ერთმა ქართველმა მწვრთნელმა, ელიტური, პირველი დივიზიონის "ლა როშელის" შერკინების დამრიგებელმა აქვსენტი გიორგაძემ გაუწოდა.

"ლა როშელში" ის ტრავმირებული მივიდა. კლუბის სამედიცინო პერსონალმა ყველა ღონე იხმარა მის მწყობრში ჩასაყენებლად. გაგის დებიუტი "ლა როშელში" ევროთასების მატჩებში შედგა ინგლისური კლუბების: "ვორსტერისა" და "გლოსტერის" წინააღმდეგ.

თუმცა ყველაზე უკეთ თავისი შესაძლებლობები მან "მონპელიესთან" შეხვედრაში გამოავლინა.

"ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ეს მისი დადებით მხარეა, მაგრამ ძალიან ბევრი გარჯა სჭირდება საიმისოდ, რომ ფეთქებადი თამაშის მანერა და გამძლეობა გამოიმუშაოს" - თქვა "ლა როშელის" შერკინების ქართველმა მწვრთნელმა აქვსენტი გიორგაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
3
PTKi
17:54 11-12-2015
0

სიახლეები პოპულარული