გავაცი ლაპასეს ბრალს სდებს, ფრანგი ჩინოსანი ამ ინიციატივით რეგიონიდან (რუმინეთი, რუსეთი, საქართველო) ხმებს აგროვებს 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის მხარდასაჭერადო.
"ვეჭვობ, ლაპასე რეგიონში ხმებს აგროვებს და უკვე 2024 წლის ოლიმპიადაზე ფიქრობს", - განუცხადა გავაციმ "გაძეტა დელო სპორტს".
შეგახსენებთ, რომ მაისში ლაპასე მსოფლიო რაგბის შეფის თანამდებობას ტოვებს და პარიზის
"როგორ გესახებათ ექვსი ერის ახალი სტრუქტურა და რა უნდა მოვუხერხოთ სატელევიზიო უფლებებს? 2015 წელს შოტლანდია იყო ბოლო და როგორ ფიქრობთ, ოდესმე დათანხმდებიან ისინი გავარდნას?" - სვამს კითხვებს იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი.
"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ამის შეცვლა შესაძლებელია, არ იცნობს საკითხს", - განაცხადა გავაციმ და განაცხადა, რომ ლაპასეს შემცვლელი ბილ ბომონტი, მისგან განსხვავებით, "პრაგმატული კაცია".