რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა.

უკვე ცნობილია, რომ პირველ დივიზიონში ითამაშებს ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონი". დარჩენილ სამ ტურში გაირკვევა შეძლებენ თუ არა ქართველ მორაგბეთა გუნდები, "ბაიონი", "ორიაკი", "პერპინიანი" და "მონ დე მარსანი" საპლეიოფო ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას.

"ლიონმა", რომელმაც, როგორც უკვე ვთქვით, პირველი ადგილი დიდი ხანია გაინაღდა, სტუმრად ითამაშა პლეი ოფისთვის მებრძოლ "კოლომიესთან" და 16:27 დამარცხდა. ჯავახია ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ნავროზაშვილმა ტრავმა მოირჩინა და რეაბილიტაციის პროცედურებს გადის. იმედია,
ორივე ქართველი მომავალ სეზონში ისევ "ლიონის" შემადგენლობაში იქნება.

მძაფრი ბრძოლაა გაჩაღებული მეორე საგზურისთვის. მის მოსაპოვებლად რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ პლეი ოფი გაიმართება, სადაც მეორე-მეხუთე ადგილზე გასული გუნდები იასპარეზებენ.

ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონმა", რომელიც 77 ქულით მეორე ადგილზეა, სტუმრად ითამაშა ტარიელ რატიანიძის "ნარბონთან" და 27:20 დაამარცხა. ბასკური გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი 46-ე წუთიდან გამოჩნდა, რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.

"ბაიონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ კვირიკაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დამაჯერებლად სძლია "ბურგუენს" - 44:20. დათუნაშვილმა და შარიქაძემ სრულად ითამაშეს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

"ორიაკს" ხუთი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსანი გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანი", რომელმაც შინ დაამარცხა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბი" - 18:13. მჭედლიშვილი თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძე 45-ე წუთზე შეცვალეს, სამი წუთით მეტი ითამაშა შეყლაშვილმა. "ალბი" 57 ქულით მე-10 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

კატალონიელების მსგავსად 68 ქულა აქვს და მეხუთე პოზიცია უჭირავს ბექა გორგაძის "მონ დე მარსანს", რომელმაც შინ დაამარცხა "კარკასონი" - 39:10. გორგაძე ამჯერად განაცხადში არ იყო.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ მოულოდნელად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ელიზბარ ყუფარაძის "დაქსთან" 24:35 და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა. ლანგედოკელები ახლა 64 ქულით მე-7 ადგილზე არიან. თუმცა, პლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსს ისევ ინარჩუნებენ. ლომიძე, რომელიც 44-ე წუთზე შეცვალეს, არბიტრმა 34-ე წუთზე სინბინში გაუშვა, ყუფარაძე მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა.

მეორე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბი", რომელმაც შინ მოუგო "მონტობანს" - 20:15. მირცხულავა და კობერიძე თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთნენ, ნემსაძეს არ უთამაშია.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია გიორგი ზაქაშვილის "ექსი", რომელიც 38 ქულით ბოლო ადგილზეა. ექსელებმა სტუმრად წააგეს "ბიარიცთან" - 28:32. ზაქაშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს.

XXVII ტური
პერპინიანი-ალბი 18:13
ნარბონი-ბაიონი 20:27
ორიაკი-ბურგუენი 44:20
ბიარიცი-ექსი 32:28
მონ დე მარსანი-კარკასონი 39:10
ტარბი-მონტობანი 20:15
ბეზიე-დაქსი 24:35
კოლომიე-ლიონი 27:16

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 27 23 0 4 +432 106(14)
2. ბაიონი 27 17 1 9 +52 77(7)
3. ორიაკი 27 16 0 11 +108 73(9)
4. პერპინიანი 27 14 1 12 +73 68(10)
5. მარსანი 27 15 1 11 +8 68(6)
6. კოლომიე 27 13 3 11 -13 65(7)
7. ბეზიე 27 14 1 12 +47 64(6)
8. ბიარიცი 27 13 0 14 +41 59(7)
9. მონტობანი 27 12 0 15 -27 57(9)
10. ალბი 27 12 2 13 -27 57(5)
11. ბურგუენი 27 11 0 16 -33 56(12)
12. ნარბონი 27 12 0 15 -45 55(7)
13. ტარბი 27 12 0 15 -49 49(9)
13. კარკასონი 27 10 0 17 -234 45(5)
14. დაქსი 27 9 1 17 -155 44(6)
16. ექსი 27 8 0 19 -170 38(6)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Informacia kargad moipovet an rame kenit ra ubedurebaa kvelgan ceren tarbes ibrdzviso adgilis shesanarchuneblado da realurad "tarebes" ukve sharshaan daakveites pinansuri problemis gamo.. Iko aseti debulueba,tavidan daakles -15 kula da tu am -15-s amokachavdnen chavardebodnen federal - 1 shi, tu arada federal - 2 shi.. Voila!
Journalistebs
12:58 26-04-2016
0

სიახლეები პოპულარული