სატურნირო ცხრილის სათავეშიც "ოთხი ქართული გუნდია". ესენია: "კლერმონი", "მონპელიე", "ლა როშელი" და "ტულონი".
ტურის ცენტრალური მატჩი მონპელიეში გაიმართა, სადაც მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის გუნდმა ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონს" უმასპინძლა და 33:29 მოუგო.
ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი
მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, ჩილაჩავა 56-ე წუთზე შეცვალეს, ალხაზიშვილმა სეზონში მეორედ ითამაშა, ის შეხვედრაში 75-ე წუთიდან ჩაერთო. სხვა ქართველები განაცხადში არ იყვნენ.
გათამაშების ლიდერი ისევ დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია", რომელმაც შინ დაამარცხა ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" - 46:10. ოთხივე ქართველი თადარიგში იყო. ჟვანია მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა, ხუთ წუთში თამაშში ზირაქაშვილი ჩაერთო, ორი წუთის შემდეგ პარიზელების რიგებს მელიქიძე შეუერთდა, კოლელიშვილი შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა.
სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი, დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 42:17. ყაულაშვილი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.
I დივიზიონი. XIV ტური
გრენობლი-ტულუზი 26:22, ბრივი-ლიონი 22:6, ბაიონი-ლა როშელი 17:42, ბორდო-პო 16:18, კლერმონი-სტად ფრანსე 46:10, რასინგი-კასტრი 23:10, მონპელიე-ტულონი 33:29
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 46 ქულა, 2. მონპელიე - 41, 3. ლა როშელი - 41, 4. ტულონი - 37, 5. რასინგი - 36, 6. ბორდო - 35, 7. კასტრი - 34, 8. ტულუზი - 34, 9. ბრივი - 31, 10. სტად ფრანსე - 29, 11. პო - 29, 12. ლიონი - 24, 13. გრენობლი - 18, 14. ბაიონი - 16.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"