ფრანგმა 20-წლამდელებმა მეტოქეს მედაგარი წინაარმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწიეს, თუმცა ტაიმი მაინც წააგეს –10 :13. ინგლისელმა მორაგბეებმა, რომლებიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ამ ქვეყნის რაგბის ოქროს თაობად, მეორო ნახევარში მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. აშკარად გამოიკვეთა მათი უპირატესობა შერკინებაში თამაშისას, რაც, ბუნებრივია, უკანახაზელებსაც ხელ-ფეხს უხსნიდა.
ინგლისლეთა შორის ყველაზე შედეგიანი მგეზავი ჯორჯ ფორდი იყო, რომელმაც გუნდს 18 ქულა მოუტანა
მოლოდნისამებრ, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები იოლად გაუსწორდა ავტრალიელ თანატოლებს 37:7.
"უმცროსი ოლ ბლექსი", რომელშიც ზე რაგბის გუნდების ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მორაგბე ასპარეზობს, ამ ტურნირის უდავო ფავორიტია. ახალზელანდიელთა გუნდში ნახევარფინალში გამორჩეული ფიგურა მგეზავი გერეთ ანსკომბი იყო, რომელმაც გუნდს 22 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო).
ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ხელი მოეცარათ იტალიისა და ტონგას ნაკრებებს, რომელბმაც, შესაბამისად, არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებებთან წააგეს. ახლა მათ შორის დაპირისპირება გამოავლენს იმ გუნდის ვინაობას, რომელსაც მომავალ წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამოას ნაკრები ჩაენაცვლება.
შეგახსენებთ, რომ სამოელებმა მსოფლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, წლეულს თბილისში გამართულ "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში მოიპოვეს.
IX ადგილისთვის
შოტლანდია-ტონგა 30:11, არგენტინა-იტალია 12:8
V დგილისთვის
უელსი-ფიჯი 20:34, სამხრეთ აფრიკა-ირლანდია 57:15
I ადგილისთვის
ინგლისი-საფრანგეთი 33:18, ახალი ზელანდია-ავსტრალია 37:7
XI ადგილითვის
იტალია-ტონგა
IX ადგილისთვის
შოტლანდია-არგენტინა
VII ადგლისთვის
უელსი-ირლანდია
V ადგილისთვის
ფიჯი-სამხრეთ აფრიკა
III ადგილისთვის
საფრანგეთი-ავსტრალია
ფინალი
ინგლისი-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"