ეს ტურნირი მეორედ ტარდება და პირველ გათამაშებაში ჩვენი მორაგბეები მეშვიდე ადგილს დასჯერდნენ.
საქართველოს ნაკრების გარდა ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ცხრა გუნდი იასპარეზებს. ესენია: საფრანგეთი, ირლანიდა, უელსი, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, უკრაინა, ესპანეთი და რუსეთი.
ჩვენი გუნდის მთავრმა მწვრთნელმა მამუკა ტყეშელაშვილმა საფრანგეთში საასპარეზოდ ახალგაზრდა მოთამაშეები შეარჩია, რომლებმაც წლეულს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების შემადგენლობაში იასპარეზეს სხვადასხვა ტურნირებზე.
"შარშანდელი ტურნირისგან განსხვავებით გადავწყვიტეთ ნაკრებში ახალგაზრდები მოგვეწვია, რომლებმაც როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე გამოიჩინეს
საქართველოში ვგეგმავთ ახალგაზრდებს შორის ტურნირების გამართვას, რათა უფრო იოლად შევძლოთ ნაკრების კანდიდატების შერჩევა", - თქვა მან
ქვიშის რაგბის ნაკრები
გიორგი ფრუიძე (აია), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ბროძელი (არმაზი), გიორგი ნათელაშვილი, ვაჟა ხუციშვილი (ორივე-ხარები), გიორგი აფციაური (არმია), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ილია მელაძე (აკადემია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"