საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაის ტურნირში იასპარეზებს

AutoSharing Option
5 დეკემბერს დუბაიში შვიდკაცა რაგბის კაცთა და ქალთა მსოფლიო სერიის ეტაპები გაიმართება.

ამათ პარალელურად, "ზი სევენსის" კომპლექსში ჩატარდება სხვა საერთაშორისო ტურნირებიც, რომლებზეც სტუმართმოყვარე მასპინძლები ნაკრებებსა და კლუბებს მთელი მსოფლიოდან იწვევენ.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაის ტურნირში ყოველ წელიწადს მონაწილეობს, ჩვენი ქალთა გუნდი კი მეორედ ახლაღა იასპარეზებს. ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დუბაის შეჯიბრებას ევროპის საგაისო სერიისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

წლეულს დუბაიში კაცთა ნაკრებში რამდენიმე ახალ მოთამაშეს ვიხილავთ. მათ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ალანიას განცხადებით, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატზე გამოიჩინეს თავი.

"ამ
ტურნირზე მსურს ახალგაზრდა მორაგბეების გასინჯვა, რათა მათ ევროპის სერიისა და ოლიმპიადის შესარჩევისთვის საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ. დუბაიში გამოცდილი შვიდკაცელებისა და ახალგაზრდათა ნაზავით მივემგზავრებით.

მსგავსი არასერიული ტურნირები ახალგაზრდათა საქმეში სანახავად საუკეთესო საშუალებაა. დუბაიში დაგროვებული გამოცდილება მათ კლუბსა თუ შესაბამის ასაკობრივ ნაკრებში გამოადგებათ", - თქვა მან.

სამწვრთნელო შტაბი გეგმავდა მურაზ გიორგაძისა და გიორგი აფციაურის გამოძახებასაც, მაგრამ ესენი ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადიან და დუბაიში ვეღარ გაემგზავრებიან.

Sportall.Ge
ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯაბა მალაღურაძეს მიაჩნია, რომ დუბაის ტურნირი გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან, კაცთა ნაკრებისგან განსხვავებით, გოგონები წლის განმავლობაში უფრო ნაკლებ ტურნირში მონაწილეობენ.

ჩვენი ქალები "რაგბი ევროპის" დონით მეორე, A დივიზიონში ასპარეზობენ და მსოფლიო სერიის შესარჩევში მოსახვედრად ჯერ ევროპის ელიტაში უნდა აღზევდნენ. გაისად ევროპის ჩემპიონატი 30-31 მაისს ლიტვის ქალაქ კაუნასში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები
ვაჟები
თორნიკე თეგეთაშვილი, დავით გულიტაშვილი, ბექა ბებიაშვილი (სამივე - ხარები), ანზორ სიჭინავა, ლევან კალანდარიშვილი, სოსო მათიაშვილი (სამივე - აკადემია), ბექა ბიწაძე, ზურაბ ძნელაძე, გოდერძი ჭინჭარაული, გიორგი ბიწაძე (ოთხივე - ლოკომოტივი), გიორგი ბაბუნაშვილი, გიორგი ფრუიძე (ორივე - საია).

ქალები
ანა პოღოსიანი, ქრისტინე გვაზავა, ბელა გოგსაძე, ანა ანდღულაძე, ნინო ელოშვილი, ნათია ცინცქილაძე, სალომე საღარაძე, ნათია გიორგაძე, სალომე მაკასარაშვილი, ანა კვაჭაძე, ქეთევან მოდებაძე, მარეხ მაისურაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ორი ბორჯღალოსანიც დაემატებინათ დიდი რაგბიდან.იამაიკა რომ დავლეწეთ -ისეთი ვაჟკაცები.მაშინ მაჩხანელმა და ზიბზიბაძემ დადეს ლელოები უნიკალური.
Chabal Sebastain.Hong-Kong
21:06 04-12-2014
0

სიახლეები პოპულარული