"ლელოს" მწვრთნელები ინგლისურ სარაგბო კლუბს ეწვივნენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლელო" ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "სარასენზს" რომ დაუმეგობრდა, უკვე ვწერდით.

მეტიც, თბილისში სხვადასხვა დროს ამ გუნდის რამდენიმე მწვრთნელი იმყოფებოდა, რომლებმაც მოკლე დროში "ლელოსთან" ნაყოფიერად იმუშავეს.

ამჯერად ინგლისურ კლუბს "ლელოს" მწვრთნელები - ლევან მაისაშვილი და მიხეილ სუჯაშვილი ეწვივნენ.

ისინი ინგლისში 10 იანვრამდე დარჩებიან და "სარასენზის" ყველა ასაკობრივი გუნდის საწვრთნელ პროცესს დაესწრებიან. მაისაშვილმა და სუჯაშვილმა უკვე ნახეს ინგლისის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი, რომელშიც "სარასენზმა" შინ, "ალიანს პარკზე" "ლონდონ აირიშს" მოუგო - 22:6.

"ლელოს" მწვრთნელთა დუეტი მომავალ უქმეებზე "სარასენზის" "გლოსტერთან"
დაპირისპირებასაც დაესწრება, რომელსაც დაძმობილებული გუნდი სტუმრად გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული