სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვეტერანი ქართველი მორაგბე, "ბორჯღალოსანი" ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა (იხილეთ ვიდეო).
"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თამაში, აქ არაა პირველი თუ მეორე ტაიმი - ეს უწყვეტი ბრძოლაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და შეცდომისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს!
რაგბი დაფუძნებულია პატივისცემის, ღირსებისა და ურთიერთთანადგომის პრინციპებზე,
ჩვენ, სპორტსმენებმა, მაგალითი უნდა მივცეთ და ავუხსნათ გულშემატკივრებსა თუ საზოგადოებას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით კი, ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ!
ჩვენ, როგორც მამებმა, მეუღლეებმა, ძმებმა და შვილებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა აღვკვეთოთ და განსაკუთრებით აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ.
ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მსოფლიოს ქალების და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ მინდა მოვუწოდო სპორტის ფედერაციებს, ყველა ცნობილ სპორტსმენს, შემოგვიერთდნენ ოჯახში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ნოდარ ანდღულაძემ.
წყარო: rugby.ge