მთავარი არბიტრების რაოდენობა 12 კაცით განისაზღვრა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი საფრანგეთს ჰყავს. ესენი არიან: ჟერომ გარსეზი, რომენ პუატი და პასკალ გოზერი. ორ-ორი არბიტრით იქნებიან წარმოდგენილნი ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ინგლისი და ირლანდია. ერთი მსაჯი ეყოლება უელსს. საგულისხმოა, რომ წამყვან არბიტრებს შორის ავსტრალიელი თემიდის მსახურები ვერ მოხვდნენ.
ზემოთ ჩამოთვლილი ფრანგი არბიტრების გარდა, ინგლისში იმსაჯებენ: უეინ ბარნსი, ჯეი პი დოილი (ორივე - ინგლისი), ჯორჯ კლენსი, ჯონ ლესი (ორივე
ამათ გარდა, საორგანიზაციო კომიტეტმა შეარჩია შვიდი გვერდითი მსაჯი. ესენია: ფედერიკო ანსელმი (არგენტინა), სტიუარტ ბერი (სამხრეთი აფრიკა), მაიკ ფრეზერი (ახალი ზელანდია), ანგუს გარდნერი (ავსტრალია), ლეიტონ ჰოჯი (უელსი), მარიუს მიტრეა (იტალია) და მატიე რაინალი (საფრანგეთი).
"მინდა მივულოცო 12 ცენტრალურ და 7 გვერდით მსაჯს, რომლებიც ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასს მოემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ თორმეტიდან შვიდმა 2011 წლის მსოფლიოს თასზეც იმსაჯა. იმ ხუთმა, რომლებიც მათ დაემატნენ, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განიცადა. დარწმუნებულნი ვართ, მსოფლიოს თასზე უმაღლესი კლასის მსაჯობა იქნება" - თქვა მსაჯთა შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელმა ჯონ ჯეფრიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"