სენსაცია: რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

"საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა აბუსერიძემ.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას.

ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", - ეს უკვე ნიჟარაძის განცხადებაა.

შეგახსენებთ,
რომ რაგბის კავშირის ყრილობა 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიდება. 
მკითხველის კომენტარები / 26 /
აბუ კარგი მმართველი რომ იყოს, ან კარგი მრჩეველი ყოლოდა უკეთესად მომზადებული გამოვიდოდა საზოგადოდ. ბოლო ბოლო რა გეგმა აქვთ ეგ მაინც ეთქვათ. პიროვნული ავკარგიანობა აქ არარის საკმარისი, ამიტომაც შევიყვარეთ რაგბი. პროფესიულად სუსტად გამოვიდა აბუ თავის გუნდიანად არენაზე. ქეცბაიასავით მოუვიდა რაღაც პონტში.
რეზო
16 დეკემბერი 2015 13:21
0
აბუ გამოიყენეს ტალახიც მას შეეწმინდა და ახლა მოსუფთავებულზე გამოუშვებენ ვიღაცას.
giga
16 დეკემბერი 2015 12:31
0
შეთხზული ჭორები და შედეგი! აბუსერიძემ დაგვანახა, რომ კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას! რაც შეეხება ბატონი გიას გადადგომას - მოცემულობიდან გამომდინარე "ვინუჟძენი" გახდა. ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. იმედია პირად ინტერესებზე მაღლა საერთო ღირებულებებს დააყენებენ!
გულშემატკივარი
16 დეკემბერი 2015 12:08
0
დავუშვათ, ნიჟარაძე მართლაც საუკეთესო მენეჯერია. ეს აპრიორი იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანმა თავისი კანდიდატურა არ წამოაყენოს? რითი დაიმსახურა აბუსერიძემ, ანდენი ტალახის სროლა რომ დაუწყეთ? ერთი კაცი დაასახელეთ რაგბის სამყაროდან, ვინც აბუსერიძეზე ცუდს იტყვის. საერთოდ რა გაგების ხალხი ხართ, ვერ გავიგე! ახლა რაც შეეხება ზეწოლაზე განცხადებას. ან დაასახელონ, ვინ ახდენდა ზეწოლას, ან საერთოდ აახვიონ. რაგბის სამყაროდან! აბუსერიძის ნხრიდან ღირსეული საქციელი იყო კანდიდატურის მოხსნა. კარგია, რომ ნიჟარაძეც მიხვდა, რა თამაშშიც სურდათ მისი ჩათრევა და მანაც რომ მოხსნა თავისი კანდიდატურა. ვფიქრობ, ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან.
Dato
16 დეკემბერი 2015 11:28
0
ნიჯარაზე უნდა დარცეს პრეზიდენტად.
merabi
16 დეკემბერი 2015 11:20
0
ამ ჩათლახებმა მაინც აამღვრიეს წყალი!!!
saqartvelos rigiti moqalaqe
16 დეკემბერი 2015 11:09
0
გია კაცურად,გაბრაზდი და იყარე კენჭი ისევ.არ დაუთმო რაგბი,საჯიჯგნად ამ არაკაცებს! გთხოვთ და თუ გნებავთ მოვითხოვთ!!!
jemali
16 დეკემბერი 2015 11:07
0
რა ქვია ახლა ამას? ეს ბოლო სიხარულიც უნდათ რომ წაგვართვან
მდა
16 დეკემბერი 2015 10:57
0

არა მგონია ვინმესთვის ზეწოლა შეებედათ, რაგბის ოჯახი სხვაა
არაა გამორიცხული ორივე კანდიდატმა იმიტომ მოხსნეს საკუტარი კანდიდატურები რომ პოლიტიკური მანიპულირების საშუალება მოესპოთ ყველასთვის
ისე ჯობია კომენტარებისგან თავი შევიკაოთ სანამ თვოთონ არ გააკეთებენ კომენტარს.
irakli apkhaidze
16 დეკემბერი 2015 10:39
0
ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს, რომ სრული და მართალი განმარტება მიიღოს თუ რა ხდება არჩევნებთან დაკავშირებით და იმედია მივიღებთ კიდევაც!
irakli-fan
16 დეკემბერი 2015 10:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული