ირაკლი აბუსერიძე: ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება!

AutoSharing Option
ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებს განმარტავს. როგორც აბუსერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ჭორებია, რომლებიც მის კანდიდატურასთან დაკავშირებით აგორდა.

"ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით,
ჭორები შეთხზეს, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო.

"ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ და ცხოვრების ნახევარზე მეტი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი?

რახან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა, რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით, მასსა და მეორე კანდიდატს, გიორგი ნიჟარაძეს შორის არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

აბუსერიძე თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრია. ასევე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 22 /
ზოგიერთი ეტყობა რაგბისგან ძალიან შორსაა და პოლიტიკურად ეტყობა ანგაჟირებულია თორე კაცი თუ რაგბში ერკვევი ესეც უნდა იცოდე რო სწორედ 2012 წლის მერე დაიწყო რაგბმა სწრაფად განვითარება ასე რო ეგეთებს მემგონი რაგბი და პოლიტიკა ერთმანეთში აერია და საერთოდ ეს თემა გაბუქებული მგონია და ერთ მიზანს ისახავს არ დააფინანსოს ივანიშვილმა რაგბი და ისიც ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს როგორშიც ფეხბურთია.
qutaiseli
20:23 16-12-2015
0
ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს"

ეს არის ორივე პრეტენდენტის მიერ, დამოუკიდებლად და პირუთვნელად, მიღებული გადაწყვეტილება და პასუხი. სხვა დანარჩენი მხოლოდ ლექია.
Kakhaber Bilashvili
21:14 16-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული