გიორგი ნიჟარაძე: ამდენი ტკივილი ჩემთვის აქამდე არავის მოუყენებია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიო მორარუსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ისაუბრა.

გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი.

რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა
წესებითა და ტრადიციებით. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა. შეიკრიბება ყრილობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება რაგბისთვის უკეთესი.

რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით


ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვინც გია ნიჟარაძის "საბჭოურობაზე" საუბრობს, მსურს ვუთხრა, რომ საბთოური მენტალიტეტის ადამიანი ქართულ რაგბის ასეთ წარმატებულს ვერ გახდიდა. მათ, ვინც იძახის, რომ ახლა სხვი ჯერიაო, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არგუმენტი ლოგიკის მიღმაა.
gogig
18 დეკემბერი 2015 13:04
0
გასაგებია რომ არ ბეჭდავთ ჩემს გამოგზავნილს, მაგრამ შეცდომა საწრაფოდ გაასწორეთ. თუ არა და შეცდომაში შეყვანისთვის სასამართლოში მოგიწევთ წაბრძანება და მერე ვეღარ გიშველოთ თქვენი ძვირადღირებული ადვოკატი.
maiko
17 დეკემბერი 2015 15:11
0
არ დაბლოკოთ და გამოასწორედ არასწორად დადებული ინფორმაცია, ნიჟარაძეს არ უთქვამს, რომ ისევ იყრის კენჭს პრეზიდენტის არჩევნებში.
maiko
17 დეკემბერი 2015 15:02
0
რატომ ბეჭდაავთ ტყუილებს, ნიჟარაძეს არ უქთვამს, რომ კანდიდატურას ისევ წამოაყენებს.... შედით რაგბის ოფიციალურ გვერდზე და კარგად ნახეთ იმ პრესკონფერენციაზე რა ითქვა. ვინ გაუშვით იქ ასეთი .. რომ დამახინჯებული ინფორმაცია მოიტანა თუ სპეციალურად გააკეთეთ? ამით რისი "გაკეთება" გინდოდათ? ღირსები ხართ სასამართლში გარბენინოთ და პასუხი მოგთხოვოთ ჩვენც გულშემატკივრებმა და ნიჟარაძემაც.
sportal.ge-s
17 დეკემბერი 2015 14:57
0
პატივს ვცემდი ნიჟარაძეს,მაგრამ ...!
რა უნდა,უალტერნატივოა?! მაგან, კიდევ თუ წამოაყენა თავისი კანდიდატურა,მართლა ...!!!
dima
17 დეკემბერი 2015 13:13
0
საქართველოში ნებისმიერ თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე უნდა ირჩევდნენ. ბატონი გია როცა მოვიდა პრეზიდენტად რამდენ წლიანი კურსი დადო პროგრამის სახით 20 წლიანი?
saqartveloshi
17 დეკემბერი 2015 13:06
0
ისე ამდენი კომენტარი რაგბთან დაკავშირებულ სტატიაზე ამ საიტზე ჯერ არ მინახია. საინტერესოა ამდენი რაგბის გულშემატკივარი თანაც გია ნიჟარაძეზე ერთბაშად გაბრაზებული და უკმაყოფილო საიდან გამოჩნდენ? ;)
David
17 დეკემბერი 2015 12:29
0
ეს ორომტრიალი რაგბის კავშირის გაუაზრებელ ანაც "ღრმად გააზრებულ" ქმედებებს მოჰყვა.ძირითადად გამგეობის ქმედებები მაქვს მხედველობაში,თან ამას შემდგომ პრეზიდენტის ისტერიკაც დაემატა.თუ მართლა რაიმე ზეწოლას ჰქოდა ადგილი, პირდაპირ რატომ გახდა შეუძლებელი „ვაჟკაცურად“ კონრეტულად პიროვნებების დასახელება და არა ზოგადად საუბარი(თანაც ჭორებად ამის მოხსენიება შემდგომ კომენტარებში).ამან საზოგადოებისათვის
ისრები ხელისუფლებაზე გადაიტანა,აბა სხვა რა უნდა ეფიქრად და შედეგად ჭორებზე დაფუძნებული ისტერიკა მივიღეთ.
ისე კი ყველას ურჩევდი კარგად გარკვეულიყო ამჟამინდელი გამგეობის ისტორიაში,როგორ მოხვდენ იქ საიდანაც ამჟამად რაგბის ფასეულობებზე გველაპარაკებიან.
ოთო
17 დეკემბერი 2015 12:13
0
ჯერ იყო და ზვიადის ძახილში გავლიეთ წლები მერე შევარდნაძეს უთხრეს ჩვენ ავლოკავთო გახსოვთ ალბათ ცნობილი ფრაზა მერე მიშამ ხო სართოდ კერპთაყავანისმცემობა შექმნა გია 4 წლის მერე დაიქცევა რაგბი კერპს ნუ ქმნი საკუთარი თავისგან
guka
17 დეკემბერი 2015 11:11
0
ტალახს მაგრად ვისვრით ქართველები ოდიდგან. რა არ მოგეწონათ ამ კაცის მუშაობის?ფაქტია კაცი წარმატებულია. უნდა გაუძღვეს ეს კაცი აღებულ კურსს და დაწყებული საქმე დაამთავროს.ესაა ჩემი კომენტარი!
jemali
17 დეკემბერი 2015 10:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული