ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა.
"რაგბის კავშირის გამგეობა ახალი ყრილობის ჩატარების თარიღს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. შემდეგ ჩატარდება ყრილობა, რომელზეც რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ", - განაცხადა ნიჟარაძემ.
ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები გადაიდო.
ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით