გორში დიდი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

AutoSharing Option
გორში დასრულდა დიდი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" სამი წელიწადი აშენებდა. კომპლექსში შედის სათამაშო არენა ბუნებრივსაფარიანი მოედნით, ტრიბუნებით, რომელიც გადახურულია და 2500 მაყურებლისთვის ინდივიდუალური სავარძელია დამონტაჟებული.

სათამაშო მოედნის გვერდით მდებარეობს ხელოვნურასაფარიანი სავარჯიშო მოედანი რამდენიმე ასეულ მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. სათამაშო და სავარჯიშო მოედნები ერთ ფართობშია მოქცეული და იმავდროულად, ცალ-ცალკეცაა შემოზღუდული. კომპლექსის ირგვლივ კი დამონტაჟებულია ღამის განათება და ტაბლო.

მოედნებთან და ტრიბუნებთან ერთად საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და ვი-აი-პი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ოთახები პრესისთვის - ნანახმა საკმაოდ კარგი
შთაბეჭდილება დატოვა.

კომპლექსი ორიოდ დღის წინ საქმეში პირველად გამოიცადა. აქ ერთკვირიანი შეკრება გამართა გორის "ჯიქმა", რომელიც ქართული ელიტარული სარაგბო ლიგის, დიდი 10-ის ბინადარი და ერთ-ერთი ლიდერია.

Sportall.Ge

"ჯიქმა", შესაძლოა, ადრე გაზაფხულზევე არ დაიწყოს საშინაო მატჩების გამართვა გორში, რადგან ახალდაგებულ ბალახის საფარის მიწასთან შერწყმას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, სავარაუდოდ, მიმდინარე სპორტული სეზონის მიწურულს, ანუ მაისში,  აღნიშნულ არენაზე უკვე დაიწყება კალენდარული მატჩების გამართვა.

შეგახსენებთ, რომ გორში ამჟამად ბავშვთა ასაკობრივი სარაგბო გუნდები ფუნქციონირებს. ისინი ქალაქის ცენტრალური სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებობენ და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ სარაგბო ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას.

მართალია, ამ ქალაქში ჯერჯერობით დიდი სარაგბო ტრადიციები არაა, მაგრამ ასეთი სარაგბო კომპლექსი და ჩინებული სავარჯიშო თუ სათამაშო პირობები რაგბის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ მაგ სტადიონის გარსჰემო სახლებსაც და გზებსაც მიეხედოს?
0
გაიხაროს ამის ამშენებელმა
პანტელეიმონი
19:38 28-01-2016
0

სიახლეები პოპულარული