რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ფოთელი მორაგბეები: დიმიტრი ბასილაია, ირაკლი მირცხულავა, ანზორ სიჭინავა, ზურაბ ჟვანია

იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც წინ პასი არ შეიძლებაო! მომგონიც და ამ თამაშისმაგვარი რაღაცის სპორტად მომნათვლელიც - დურუ ხუნჭუასგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, ჯიგრიანად შეაგინა ფილმ "მდგმურების" ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა.

გამახსენდა, ერთი ჩემი მეგობარი ამბობს - იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც 22 კაციდან მარტო ორს აქვს უფლება, რომ ბურთი ხელში აიღოსო. ოღონდ ჩემი მეგობარი, რომელიც რაგბისთან ძალიან დაკავშირებული და ამ ოჯახის შინაური კაცია, ამ ოცდაორკაციანი სპორტის არც
მომგონს და არც ნათლიას არ აგინებს. რაგბი რა შუაშია ან ფეხბურთი, ზრდილობიანი კაცია და თავისიც უყვარს და სხვისასაც პატივს სცემს.

მეც რომ მიკერძოებულობაში არ ჩამომერთვას, ისე შევეცდები, გამოვეხმაურო კვირა ღამეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს, რეჟისორს, სცენარისტს, იდეის ავტორს და სხვას... ანუ გამოვეხმაურები, როგორც გამოეხმაურებოდა რაგბის რიგითი გულშემატკივარი, თუმცა არა მარტო რაგბის, მთლიანად ქართული სპორტის და მათ შორის, უპირველესად, ფეხბურთის.

"ფეხბურთი ჯენტლმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ. რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ" - ეს გამოთქმა თითქმის ყველა რაგბის ქომაგმა იცის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რაგბის სამშობლოში, ინგლისში რაგბის Rugby Football-ს (ანუ ფეხბურთს ქალაქ რაგბიდან) უწოდებენ.

უფრო ცოტას ეცოდინება ის ფაქტი, რომ სახელოვანი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე საქართველოს რაგბის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი იყო. მეტიც, ქალაქ ფოთში ბორის პაიჭაძე და მთელი მისი საძმო რამდენიმე წელი რაგბისაც თამაშობდნენ და ამავე ქალაქში სარაგბო გუნდიც ჰყავდათ. და არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც მართლა უცნაურია ის გაღიზიანება, რომელიც ფილმ "მდგმურებში" მორაგბეების მიმართ არის გამოხატული.

გასაგებია ფილმზე მომუშავე ჯგუფის მიზანი - მათ აჩვენეს ის პრობლემა, რაც საერთოდ სპორტს გააჩნია ფოთში, მაგრამ რაგბი რატომღაც მოძალადის როლში აღმოჩნდა. არ მინდა პოლემიკა და მით უმეტეს,  ფეხბურთისა და რაგბის უკეთეს-უარესობაზე კამათი, მხოლოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ: როცა 2003 წელს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე პირველად გავიდნენ, ვარჯიშობდნენ ვაკის პარკის ბილიკებზე და "პადვლებში" სახელდახელოდ მოწყობილ "შტანგის" დარბაზებში? ისინი 2007 წლის მსოფლიოზეც ისე გავიდნენ, რომ საკუთარი სტადიონი არ ჰქონდათ! მაგრამ დედას არავინ იგინებოდა.

შემდეგ აქედან აღებული კარგი სტარტით ქართული რაგბი მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და ამაში ფოთმაც შეიტანა თავისი დიდი წვლილი - და კვლავ კითხვა: რატომ არ ეამაყებათ ფოთელებს, რაგბის მომგონ ინგლისელებს ერთადერთი ლელო ფოთელმა ბიჭმა (დიმიტრი ბასილაიამ) რომ დაუდო? არ მგონია, რომელიმე ფოთელ ფეხბურთელს ასეთი რამ გაეკეთებინა, თორემ ეს გვეცოდინებოდა ყველას, ამით ძალიან გახარებულები ვიქნებოდით და ყველანი, ფეხბურთის და რაგბის გულშემატკივრები ერთად ვიამაყებდით.

ცხადია, პრობლემა აქვთ და გაღიზიანებულები არიან. თუმცა ეს პრობლემა რაგბის არ შეუქმნია. პირიქით, მისაბაძი მაგალითია რაგბი, თითოეული მორაგბე და რაგბის ოჯახი, რომელმაც საოცარი რამ მოახერხა და არაფრისგან (მატერიალურ ბაზას ვგულისხმობ) შექმნა ის, რაც დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო ასოცირდება წარმატებებთან, თავდადებასთან და საქმის სიყვარულთან.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ერთი კინო არ აქვს ქალაქსო და სწორედ ეს არის პრობლემა - მორაგბეების მიერ ქალაქის "ოკუპაციას" კი არ უნდა მიეწეროს ფეხბურთის სავალალო დღე, არამედ სხვა მიზეზს. კინოც (კლუბი) მორაგბეებმა შეიწირეს? რა თქმა უნდა, არა! ამაზე საუბარი, მიზეზების ძიება ძალიან შორს წაგვყვანს და ამიტომ დავასრულებ ჩემს "კირკიტს".

კირკიტს ხუმრობით ვამბობ, თორემ რომ ჩაუკირკიტდეს კაცი, იმასაც იტყოდა, რომ რაგბისადმი არაკეთილგანწყობა ფილმის ბოლოს, ტიტრებშიც გამოჩნდაო - როგორც წესი, ფილმზე მომუშავე ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის ხელმძღვანელობას, "რაგბი არენის" ხელმძღვანელობასაც, მაგრამ არა ფოთის სარაგბო კლუბზე მართლა გადამკვდარ და დიდი დამსახურების მქონე მწვრთნელს, ამირან შავგულიძეს, მეტსახელად "პიკასოს".

არადა, ფილმში მორაგბეთა მწვრთნელი საკმაოდ კონსტრუქციულად ასაბუთებს რაგბის არსებობის ლოგიკურობას ფოთში და მხოლოდ ერთხელაა ემოციური, ოღონდ არაუწმაწური - ესეც, ალბათ, არასწორად დასმული კითხვის ან რაღაც გაუგებრობის მიზეზით.

საქართველოში რაგბის არსებობის მანძილზე სარაგბო ოჯახი საკუთარ იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდა. საზოგადოების თვალში რაგბი ამან გამოარჩია და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. რაგბის ოჯახი, რომლის განუყოფელი ნაწილია რაგბის ქომაგი, ამაყობს ამ იმიჯით. ცოტა მეჩოთირება, მაგრამ ფილმის სათაურმა, "მდგმურებმა", "ჯაყოს ხიზნები" გამახსენა. და ფოთში მორაგბეების სტადიონზე არსებულ სიტუაციაში ბარბაროსი, მომგონსაგინებელი რაგბი თუ მორაგბე მაგრად ჰგავს ჯაყოს? რაღაც უადგილო შედარება გამოვიდა ან იქნებ გადავამეტე?

თავშივე ვთქვი, ფეხბურთი და რაგბი ძმები არიან-მეთქი და ძმებად დარჩებიან. ძალიან მაგრად მინდა, რომ ქართული ფეხბურთი მალე ავიდეს ქართული რაგბის სიმაღლეებზე და რომც გაასწროს, იმათ რატომ (დაფინანსებას და ყურადღებას ვგულისხმობ) და რაგბის რატომ არაო, ასეთ კითხვას,  დარწმუნებული ვარ, რაგბის ოჯახიდან არავინ დასვამს.

და ერთი კიდევ - ფეხბურთისა და რაგბის დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფეხბურთსაც და რაგბისაც არა მხოლოდ დიდი ტრადიციაც აქვს, მათ ჩვენს ეროვნულ სპორტად ვთვლით, ვფიქრობ, არ უნდა იყოს მთლად ჯენტლმენურ-კორექტული.

გიორგი მამარდაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
მაგარი ბოღმა მოდის ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან, დარწმუნებული ვარ ზოგიერთი თანამდებობის პირიც(ფედერაციის) დაძვრება ასეთ ფორუმებზე ამინდის შესაქმნელად, რომ თბილი ადგილი და ფეხბურთში წასული უაზრო დაფინანსება არ შეწყდეს
124
16 ნოემბერი 2016 16:29
0
ქართულ რაგბს შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ფეხბურთი საქართველოში მთავარია
David
16 ნოემბერი 2016 16:25
0
პრეტენზიები ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა ქონდეთ.ეს გაბრაზებული კაცის პოზიციაა.დღესდღეობით რაგბი პირველია.
გიგა
16 ნოემბერი 2016 15:55
0
Da
16 ნოემბერი 2016 14:56
სწორად შენიშნე! არასოდეს მიფიქრია მაგაზე :)
რეზო
16 ნოემბერი 2016 15:33
0
ფეხბურთის ფანები ასე დაბოღმილები რო არიან, მიტომაც არის ფეხბურთი ასე კარგ დღეში.
giga
16 ნოემბერი 2016 15:21
0
ფოთის კოლხეთს ქონდა სტადიონი და გაანადგურეს დედა უტირეს მერე ფული მოითხოვეს კიდე ბიუჯეტიდან მიიღეეს და ის ფულიც შემოეჭამათ
Giorgi
16 ნოემბერი 2016 15:18
0
შენ როგორც ჩანს საკმაოდ გაუნათლებელი ბრძანდებით ბატონო ჩემო ამ კონკრეტულ საკითხში, შენ იცი რამდენი აქვს რუსულ რაგბს დაფინანსება? შენ იცი რა შეკრებებს უწყობენ რომ როგორმე საქართველოს ერთხელ მაინც მოუგოს? შენ იცი მსოფლიო სარაგბო ქვეყნებში რამდენი ფული იხარჯება? შენ იცი რაგბი რამდენად პოპულარულია თუნდაც იგივე ინგლიშში? ერთი ეგ მითხარი რატომ არ დებს ჩვენი სახელმწიფო ჰოკეიში თანხებს? რა ნაკლებ პოპულარულია თუ ნაკლები შემოსავალი აქვს? მაგრამ არაა ეგ ჩვენი სპორტი და მაგიტომ არ აფინანსებს დიდი დოზით, ხო და ზუსტად იდენტური სიტუაცია შეიძლეა იყოს გერმანიაში მაგრამ გერმანული რაგბის კავშირი ჩვენსაზე ბევრად მეტი თანხით ფინანსდება და მოდი სანამ სისულელეების ბრახა-ბრუხს მოყვებოდე შალვა ნათელაშვილივით ცოტა დაფიქრდი რა შენთვისაც აჯობებს.
mefis pasuxi admin admin shensa mzesa-s
16 ნოემბერი 2016 15:13
0
ვიღაცამ დაწერა რა დროს რაგბია დღეს ფეხბურთიაო. კიდე მიაწერეს რომ არაა ჩვენი სპორტიო და საერთოდ ეს ხალხი ობიექტურია? ძალიან მაინტერესებს, როცა ქუჩაში გამოკითხვა ჩატარდა საქართველოში რაგბი თუ ფეხბურთიო უმეტესობამ რაგბი უპასუხა. მოგვწონს ეს სპორტი ქართველებს და რაღაც ჩვენეეულია. ბიჭებით გულმოდგინეთ თამაშობენ და ვერ შეამჩნევ რომელიმე იმის მაქსიმუმს არ აკეთებდეს რაც შეუძლია, განსხვავებით ფეხბურთისგან სადაც საშინელი კორუფციაა გარიგებები და სიბინძურე ტრიალებს. ფეხბურთს ბევრად მეტი დაფინანსება აქვს ვიდრე რაგბს, საქმე საქმეზე რო მიდგეს სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ფოთის მერია უშენებდა სტადიონს ფეხბურთელებს და არა რაგბისტებს, რომ არა ქართუ ისევ მალთაყვის გამეხებულ სტადიონზე იქნებოდა რაგბი. ახლა კიდე მერიაში რო ფულები მიითვისეს და წილებში გავიდნენ ვიღაცეებთან და სტადიონის ფული შეჭამეს ეგ რაგბისტების ბრალია?! სულ გაგიჟდა ეს ხალხი და შური ახრჩობთ, როგორ რაგბს აფინანსებენ და ფეხბურთს არაო. სახელმწიფო უხდის ბედოვლათ ფეხბურთელებს ხელფასს და უამრავ ხარჯს წევს არადა ფოთში ნიკორას მაღაზიის წინ რამდენჯერ მინახავს კოკაკოლით, ლუდით , მზესუმზირით და სიგარეტით ხელში კოლხეთის ფორმაში ჩაცმული ფეხბურთელები. აი სწორეთ ასეთებს ვუხდით ხელფასს გადასახადების გადამხდელები და მერე კიდე არ ყოფნით და გარიგებაში შედიან, ნათელი მაგალითები გვაქვს რამდენიც გინდათ.
qar
16 ნოემბერი 2016 15:12
0
"admin admin shensa mzesa"თქვენ როგორც ჩანს ძალიან ცუდად ერკვევით რაგბიში.ასე რომ ჯერ რაგბი შეისწავლეთ ასე თუ ისე ცოტათი მაინც და შემდეგ ილაპარაკეთ ამ სპორტის პოპულარობაზე, სერიოზულად მიდგომაზე და დაფინანსებაზე სხვა ქვეყნებში. რაგბი ჩვენი თამაშია ასე არის და იქნება სამუდამოდ!!!
კობა
16 ნოემბერი 2016 15:09
0
აქ ქვემოთ დაიწერა სამოყვარულო დონეზეა რაგბიო.... რას ბრძანებ ბატონო ჩემო რუსეთში იმაზე მეტი ფული იდება რაგბიში ვიდრე ჩვენთან 4 წელიწადში.... საფრანგეთზე, იაპონიაზე, ავსტრალიასა თუ ინგლისზე სპეციალურად არაფერს ვიტყვი. ნუ ღიზიანდებით ამ ფეხბურთის ფანები რაგბის წარმატებით ;) მითუმეტეს ფოთში რაგბის არავისთვის არაფერი წაურთმევია.... და ფეხბურთმა თუ გამოყოფილი თანხები შეჭამა და სტადიონი ვერ ააშენეს ეს რაგბის ბრალი ნამდვილად არაა
გიორგი
16 ნოემბერი 2016 15:04
0

სიახლეები პოპულარული