"ვოლაბებმა" აპელაცია შეიტანეს

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების მგეზავი ქუადე კუპერი სამი ერის ორგანიზატორის, სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში მეტოქისთვის განზრახ ტრავმის მიყენების მცდელობის გამო ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"ვოლაბების" თავკაცი რობი დინსი ამ განაჩენით უკმაყოფილოა და სანზარ-ში აპელაცია აფრინა. "ქუადე, შესაძლოა, ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ, ვფიქრობ, ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტია. მით უფრო, რომ მომავალ უქმეებზე უძნელესი მატჩი გველის მელბურნში ახალი ზელანდიის ნაკრებთან" - თქვა მან.

სანზარ-ი ავსტრალიელთა აპელაციას დღეს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ იმავე მატჩში ანალოგიური დანაშაულის გამო, "ბოკეს" შუამარბი ჟაკ ფური ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სამხრეთაფრიკელებს აპელაცია
არ შეაქვთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლომებო
მამუკა
10:03 27-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული