სამი ერის გათამაშების მეორე ტურს მსოფლიოს სარაგბო თემი მოუთმენლად ელოდება. ყველას აინტერესებს, შეძლებს თუ არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები პირველ ტურში, ოქლენდში ახალ ზელანდიასთან თითქმის კატასტროფული მარცხის გამო რევანშის აღებას.
ოქლენდიდან ველინგთონამდე ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე მსოფლიოს ჩემპიონებმა ნაყოფიერად იმუშავეს. "ოლ ბლექსთან" პირველ მატჩში უსუსური თამაშის მიუხედავად, "ბოკეს" თავკაცი პიტერ დე ფილიერსი იგივე შემადგენლობას ენდო. მან მხოლოდ ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. დისკვალიფიცირებული მეორეხაზელის ბაკის ბოთას ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დენი როსუ დადგება, პირველხაზელ იანი დუ პლესის კი სი ჯეი ფან დერ ლინდე შეცვლის.
სამხრეთაფრიკელთა გუნდი მსოფლიოში ყველაზე გამოცდილიცაა. ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც დღეს ველინგთონში ახალზელანდიელებს დაუპირისპირდებიან, ჯამში 700 კეპი აქვთ მოპოვებული.
სპეციალიტებს მიაჩნიათ, რომ "ბოკეს" მწვრთნელი რისკავს, პირველ მატჩში დამარცხებულ შემადგენლობას რომ ენდობა. სავარაუდოდ, ის გუნდს მხოლოდ მორიგი წაგების შემდეგ გადაახალისებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი კვირის შემდეგ ავსტრალიაში, მესამე მატჩშიც კატასტროფა ელის. ერთი სიტყვით, დღევანდელმა შეხვედრამ, ეჭვები უნდა გაუქარწყლოს იმათ, ვინც ფიქრობს, რომ "სპრინბოკს" კრიზისი დაეწყო.
ეს კი ახალზელანდიელებს ოდნავაც არ აღელვებთ. პირველ მატჩში სამხრეთაფრიკელთა ცუდი თამაში მათთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო და ძალიან კარგად იციან, რომ ამჯერად სრულიად სხვა გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.
"მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი მიზანი საბრძოლო განწყობის შენარჩუნება, ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევა იყო. ჩვენგან ყველა ისევ ტრიუმფალურ გამარჯვებას ელის. ეს შეუძლებელი არ არის, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება. "ბოკე" მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია და კარგად იცის, დაშვებული შეცდომები როგორ გამოსწოროს. ერთი სიტყვით, უმძიმესი ბრძოლა გველის" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა რიჩი მაკქოუმ.
"ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ ვიზავის მსგავსად ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. "ბოკესთან" ვერ ითამაშებენ წამყვანი მორაგბეები ჯო როკოთოკო და რიჩარდ კაჰუი. ტრავმამოშუშებული ცხრა ნომერი კორი ჯეინი სათადარიგოთა სკამზე იჯდება. მის ნაცვლად კი ითამაშებს პირი ვიპუ, რომელიც ახლი ზელანდიის ნაკრებში ამ პოზიციაზე მუდმივად მეორე ნომერია.
პლანეტრაგბის პროგნოზით, მინიმუმ შვიდი ქულით ახალი ზელანდიის ნაკრები მოიგებს.
ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა
ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. რენ რეინჯერი, 10. დენ კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვოდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჟერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი
16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ლიამ მესამი, 20. ჯიმი ქოუანი, 21. აარონ კრადენი, 21. იზრაელ დაგი
სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირშნერი, 14. იან დე ფილიერსი, 13. ჟაკ ფური, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რიკი იანუარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. ფრანსუა ლავი, 8. პიერ სპისი
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. ბი ჯეი ბოთა, 18. ანდრიას ბეკერი, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რუან პინარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. ხიო ეპლონი
სამი ერი
24 ივლისი
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა
31 ივლისი
ავსტრალია-ახალი ზელანდია
7 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია
21 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია
28 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
4 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია