ინგლისის ნაკრები შინ, "თვიქნემზე" მეორეადგილოსან უელსს დაუპირისპირდება, რომელიც "პომების" მსგავსად, ჯერაც დაუმარცხებელია. ინგლისელთა ავსტრალიელმა თავკაცმა ედი ჯონსმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ცვლილებები არ არის.
სათადარიგოთა შორის გამოჩნდა შუამარბი მანუ ტუილაგი, რომელმაც დიდი ხანი არ არის, რაც ვარჯიში განაახლა.
"მანუ ტუილაგის განაცხადში შეყვანა მისი
ძალიან ცუდია, რომ ჯიმი ჯორჯი ტრავმის გამო ვერ გვეხმარება. ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას.
ჩვენ 23 საუკეთესო ინგლისელი მორაგბე შევარჩიეთ, რათა შაბათს უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ. ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გუნდი წარმატების მიღწევისთვის მზად არის".
როგორც უკვე ვთქვით, გამარჯვების შემთხვევაში ინგლისის ნაკრები ექვსი ერის მოსაგებად ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ამის გარდა, უელსთან მატჩს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. შარშან, ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე "პომები" ჯგუფში სწორედ უელსის ნაკრებმა ჩატოვა. ამრიგად, ინგლისელებს რევანშის აღება მართებთ.
ინგლისი
15. მაიკ ბრაუნი, 14. ჯეკ ნოუელი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. ოუენ ფარელი, 11. ენტონი ვოტსონი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგზი. 1. ჯო მარლერი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. მარო იტოჯე, 5. ჯორჯ კრაუსი, 6. კრის რობშო, 7. ჯეიმს ჰესკელი, 8. ბილი ვუნიპოლა
16. ლუკ ქოუენ-დიკი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კირან ბრუკსი, 19. ჯო ლანჩბერი, 20. ჯეკ კლიფორდი, 21. დენი კერი, 22. მანუ ტუილაგი, 23. ელიოტ დეილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"